Loading...

Body Attack Tribulus 2400 150 caps

75.00 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

body Attack Tribulus 2400 150 caps
Tribulus 1200 Body Attack საპონინების მაღალი შემცველობით (80%– ზე მეტი) ახდენს ორგანიზმის მიერ ტესტოსტერონის ბუნებრივად გამოყოფის სტიმულირებას. საპონინი – მოლეკულური აღნაგობით ქოლესრტერინის მაგვარი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. ქოლესტერინი სასქესო ჰორმონების, ისეთების, როგორიცაა ტესტოსტერონისა და ანდროსტენდიონის წარმოქმნაში, ერთერთ მთავარ ნივთიერებას წარმოადგენს.

სწორედ ამიტომაც ტრიბულუსს „ზრდის ჰორმონს“ უწოდებენ.

Tribulus 1200 Body Attack გამოირჩევა უფრო მაღალი დონის ბიომისაწვდომობით, რაც იწვევს საპონინების უკეთეს ათვისებას ორგანიზმის მიერ. ეს განპირობებულია ტრიბულუსის მაღალი კონცენტრაციის დონით, რომელიც მიიღება 100 % სუფთა მცენარე ტრიბულუსიდან. ამ შემთხვევეაში ქვეითდება ტესტოსტერონის სტიმულაციის ეფექტი, ვინაიდან საპონინების კონცენტრაცია სისხლშო საკმაოდ დაბალია.

ტრიბულუსი ლიბიდოს გამაძლიერებელი ნივთიერებაა.

მისი მეორე დადებითი თვისება განპირობებულია გამძლეობის მომატებითა და ყურადღების, მეხსიერებისა და აზროვნების გაუმჯობესებით. ეს კი ვარჯიშს არა მხოლოდ პროდუქტიულს ხდის, არამედ დარბაზის ფარგლებს გარეთაც გიწევთ დახმარებას. ტრიბულუსი ასევე აფერხებს ორგანიზმში წყლის შეკავებას, ამცირებს უკვე არსებულ შეშუპებებსა და საერთოდაც, შეუძლია მათი გაქრობა. ამგვარად ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება კუნთებისათვის რელიეფურობის მინიჭების მიზნით დიეტასთან ერთად.

ტრიბულუსი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ასევე სხვა მხრივაც, მაგალითად გულ–სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად. ასევე ზრდის ცილების სინთეზის ინტენსიურობას, ხელს უწყობს მომქანცველი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენას, კუნთური მასის ზრდას, ზრდის პოტენციას.

Tribulus 1200 Body Attack –ის უპირატესობანი:

ტესტოსტერონის ბუნებრივი სტიმულატორი
მაღალი კონცენტრაცია. კაფსულაში 1200 мг ტრიბულუსის ექსტრაქტი!
საპონინების მაღალი შემცველობა
კუნთური ცილების სინთეზის ზრდა
ლიბიდოს მომატება (სქესობრივი სწრაფვა)
მიღების წესი:

ცილოვანი სინთეზის სტიმულაციის მიზნით მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე და წყალი საკმარისად დააყოლეთ.

დიეტის დროს, კუნთური მასის აკრეფისას მიიღეთ 1 კაფსულა დღეში დილით გაღვიძებისთანავე საკმარის რაოდენობა წყალთან.

შემადგენლობა: Tribulus ექსტრაქტი (87,6%), კაფსულების გარსი: ჟელატინი (საქონლის ხორცის), გამყოფი: ცხიმმჟავების მაგნიუმის მარილები, მღებავები: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ჰიდროქსიდი.

თქვენი კალათა