- ჯიმ ქლაბ-ზე პროდუქტის დაბრუნების პირობები:1. კომპანია ჯიმ ქლაბ-ი, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5-7 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:2. პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია ჯიმ ქლაბ-ის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ ;
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ჯიმ ქლაბ-ის ელ. ფოსტის მისამართზე: infogymclub1com@gmail.com)
2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის
მიღებიდან 5-7 კალენდარული დღის განმავლობაში2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია ჯიმ ქლაბ-ი უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.
2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია ჯიმ ქლაბ-ი საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 3-5 სამუშაო დღისა თბილისში და რეგიონში 15 სამუშაო დღისა .
2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ჯიმ ქლაბ-ის მხრიდან;
2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია შესყიდული პროდუქტის მომწოდებელი კომპანიის და ჯიმ ქლაბ-ის თანხმობის გაცხადებისას შემდეგ შემთხვევებში:
2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;
2.8.2. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი.
2.8.3. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალეულობით.
2.8.4 ჯიმ ქლაბ-ი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ 2.8 პუნქტში მითითებულ საგამონაკლისო შემთხვევებზე ნივთის დაბრუნების სურვილის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 3-5 სამუშაო დღეში მომხმარებლის ინფორმირებას ნივთის დაბრუნების ან დაბრუნებაზე უარის თაობაზე.
3. ანაზღაურების წესი:
3.1. კომპანია ჯიმ ქლაბ-ი, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხა:
3.1.1. იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვა.);
3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს და თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
3.1.3. 80-90% -მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის
ქარხნული შეფუთვა გახსნილია
და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.3.1.4. 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის
ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია
ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.3.1.5. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
3.3. ჯიმ ქლაბ-ი მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.4. წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში.
4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
4.1. კომპანია ჯიმ ქლაბ-ი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
o პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
o პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
o პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი, რომელიც შეადგენს 6 ₾ .
5. პროდუქციის დაბრუნება პროცედურა:
5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;
5.2. პროდუქციის მიღებიდან 3-7 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
5.3. თუ პროდუქციის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო(აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და gymclub1.com-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს) კომპანია უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან თბილისში 3-5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონში 15 სამუშაო დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას (მომხმარებლიდან პროდუქტის წამოღებას) წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით.
5.4. პროდუქტის მიღებიდან 3-7 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.5. პროდუქტის მიღებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში,თუ სერვის ცენტრი დაადგენს ნივთის ქარხნული წუნის არსებობის ფაქტს და ნივთის ჩანაცვლების საჭიროებისთვის გასცემს შესაბამის დასკვნას, ჯიმ ქლაბ-ის მიერ ნივთის ჩანაცვლების განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ჯიმ ქლაბ-სთვის აღნიშნული დასკვნის დედანის ჩაბარება.
კომპანია ” ჯიმ ქლაბ “-ი გისურვებთ წარმატებებს .