პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

 

ჩვენ, Gymclub1.com-ის გუნდი, გპირდებით, რომ:

ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

 

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

 

კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;

მონაცემთა დამუშავების მიზანი;

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება Gymclub1.com-ს წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

 

Gymclub1.com-ს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, Gymclub1.com-ის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ .