Description
BCAA Pro 110 capsules (Universal Nutrition)
BCAA Pro – წარმოადგენს განშტოებული გვერდითი ჯაჭვის მქონე სამი ამინომჟავას ნარევს: ვალინი, იზოლეიცინი და ლეიცინი 1:1:2 თანაფარდობით. სამივე ამინომჟავა, განსაკუთრებით კი ლეიცინი, არის კუნთების მთავარი მშენებელი და წონის დაკლების დროს კუნთოვანი მასის შენარჩუნების ხელშემწყობი. ასევე, შიდა უჯრედული ენერგიის მარაგების აღდგენის, ამინომჟავური ბალანსის გაწონასწორებისა და შემკუმშავი ცილების სინთეზის დაწყების ხელისშეწყობის მეშვეობით მათ შეუძლიათ გაზარდონ ორგანიზმის გამძლეობა და ხელს უწყობენ ვარჯიშის შემდგომ სწრაფ აღდგენას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის თქვენს მიერ არჩეული მიზნის მიუხედავად, იქნება ეს წონის მომატება, თუ პირიქით, დაკლება, კუნთების რელიეფურობის მიღწევა.
ფასით ხელმისაწვდომი, კაფსულირებული ფორმისა და აუცილებელი პროპორციული თანაფარდობის განშტოებული ჯაჭვის მქონე სამივე ამინომჟავას შემცველ სპორტულ დანამატზე არსებული სპორტსმენების მოთხოვნილების გათვალისწინებით კომპანია Universal – მა სპეციალურად შექმნა BCAA Pro
მკვებავ ნივთიერებათა შემცველობა ერთ ულუფა პროდუქტზე (2 კაფსულა):
ვიტამინი В6 (პირიდოქსინი HCl) – 2 მგ;
ლეიცინი (როგორც L-ლეიცინი) – 500 მგ;
იზოლეიცინი (როგორც L-იზოლეიცინი) – 250 მგ;
ვალინი (როგორც L-ვალინი) – 250 მგ;
სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ფოსფატის დიკალციუმი.
მიღების წესი: ვარჯიშამდე 2 კაფსულა და კიდევ 2 კაფსულა ვარჯიშის შემდეგ.
ყურადღება: პროდუქტი გათვალისწინებული არ არის 18 წლამდელებზე, ორსულ და მკვებავ ქალებზე. პროდუქტის მიღების წინ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. ნუ გადაამეტებთ მითითებულ დოზირებას.
სიფრთხილის ზომები: შეინახეთ ბავშვებისაგან დამალულ ადგილას. პროდუქტი არ წარმოადგენს კვების შემცვლელს