Loading...

optimum nutrition-creatine 300 g.

38.00 

 

 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

OPTIMUM NUTRITION -CREATINE 300g

 

კრეატინი წარმოადგენს ბიოლოგიურ შენაერთს, რომლის ფუნქციონალურ თვისებებად ითვლება ენერგიის წარმოქმნა და მისი შემდგომი გადანაწილება უშუალოდ კუნთოვან ქსოვილებში. კრეატინი მონაწილეობას ღებულობს ATF – ის შექმნაში (ადენოზინტრიფოსფორ მჟავა) – კუნთოვანი ქსოვილების შეკვეცის პირველწყარო, რისი წყალობითაც ხელს უწყობს კუნთოვანი ძალის მომატებას, გამძლეობას და უფრო სწრაფ აღდგენას დამქანცველი ვარჯიშების შემდეგ. ამას გარდა, კრეატინს გააჩნია მოლეკულებში წყლის უჯრედების მოზიდვის თვისება, რაც თავისთავად იწვევს კუნთოვანი ბოჭკოების მოცულობის დაჩქარებულ და შესამჩნევ ზრდას, შესაბამისად კი კუნთების მასის მატებას. უჯრედების ჰიდროტაცია ასევე აუცილებელია კუნთოვანი ცილების უკეთესი სინთეზისათვის.

Micronized Creatine Powder, კომპანია Optimum Nutrition – ის წარმოებული უეჭველად შეიძლება მიჩნეულ იქნეს კრეატინ მონოჰიდრატის საფუძველზე ერთერთ საუკეთესო დანამატად მთელ სპორტული საკვების მსოფლიო ბაზარზე.

ჯერ ერთი, Micronized Creatine Powder – არის მიკრონიზებული კრეატინი, რაც მიუთითებს მის უწვრილეს სტრუქტურაზე, შესაბამისად კი კუჭ ნაწლავის ტრაქტში გავლის დროს გაუმჯობესებულ და დაჩქარებულ ათვისებაზე, ეს კი თავისთავად უზრუნველყოფს კრეატინების დაჩქარებულ მიწოდებას კუნთოვან ქსოვილებში.

მეორეც კიდევ, კომპანია Optimum Nutrition – ი Micronized Creatine Powder – ის შესაქმნელად იყენებს დაპატენტებულ CreaPure კრეატინს, რაც ხაზს უსვამს წარდგენილი პროდუქტის სისუფთავესა და ხარისხს.

Micronized Creatine Powder – ის თითოეული ულუფიდან ორგანიზმს მიეწოდება 5 გ. მხოლოდ კრეატინის მონოჰიდრატი და მეტი არაფერი! ის ადვილად იხსნება წყალში, ან ნებისმიერ სასმელში და არ ილექება ჭიქის ფსკერზე, როგორც კრეტინული დანამატების უმრავლესობა.

ერთი ულუფა Micronized Creatine Powder – ის შემადგენლობა (5 გ, ან დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი): კრეატინის მონოჰიდრატი – 5 გ.

მიღების რეკომენდაციები:

ერთი ჩაის კოვზი (დაახლოებით –5 გ) პროდუქტისა გახსენით 250 მლ. წყალში, ან ნებისმიერ სასმელში. მიიღეთ 4 ულუფა დღეში – საუზმეზე, სადილად და ვახშმად, და ერთიც ძილად მისვლის წინ. ეს კურსი ჩაიტარეთ 4–5 დღის მანძილზე, რაც უზრუნველყოფს თქვენი კუნთოვანი ქსოვილებს კრეატინით გაჯერებას. ამის შემდგომ მიიღეთ 2 ულუფა დღეში კუნთებში კრეატინის მარაგის შესანარჩუნებლად, და ერთერთი მათგანი კი მიირთვით უშუალოდ ვარჯიშის შემდგომ.

თქვენი კალათა