Loading...

Optimum Nutrition Amino Energy 30 Serving

68.00 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

Amino Energy 30 servings:

 

  1. თავისუფალი ამინომჟავები სწრაფი ათვისებისათვის;
  2. BCAA და სხვა შეუცვლელი ამინომჟავები;
  3. აღდგენითი პროცესის ხელშეწყობა ვარჯიშამდე, მის პროცესში და შემდეგ;
  4. უფრო გახანგრძლივებული და ნაყოფიერი ვარჟიში ბეტა–ალანინის რეაქციის წყალობით;
  5. ნატურელური ენერგეტიკული ექსტრაქტები;
  6. NO – სინთეზის მხარდაჭერა;
  7. 10 კალორია და 0 გრ. შაქარი ერთ ულუფაში;
  8. პროდუქტი იოლად იხსნება და აითვისება.

ყველას გვინდა გვქონდეს ძლიერი მუსკულატურა და მკაფიოდ გამოხატული კუნთური რელიეფი ცხიმების გარეშე. კარგად მოგვეხსენება, რომ რაღაც მნიშვნელოვანის მისაღწევად მხოლოდ სურვილი როდი კმარა. საჭიროა საკუთარ თავზე მკაცრი დიეტისა და გულმოდგინე ვარჯიშების პროგრამის ვალდებულების აღება, რომელშიც აუცილებელია ძალისა და გონების ბოლომდე დაუზოგავად ჩართვა.

ამ მიზნის მისაღწევად კომპანიამ Optimum Nutrition შექმნა ამინომჟავას საკვები დანამატი – Essential Amino Energy, რომელიც წარმოადგენს ოპტიმალურ თანაფარდობას, ერთი მხრივ თავისუფალ ფორმაში არსებულ სწრაფშთანთქმად ამინომჟავებსა და, მეორე მხრივ ბუნებრივ ანტიდეპრესანტებსა და NO-ბუსტერის (აზოტის ნახშირორჟანგის გამოყოფის დამაჩქარებელი) კომპონენტებს შორის. კომპონენტების ასეთი გაჯერების წყალობით Essential Amino Energy მნიშვნელოვან წილად უმჯობესდება აღდგენითი და გამძლეობითი პოტენციალი. ასეთ პირობებში თქვენი ვარჯიშები უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამინომჯავების შემადგენლობის წყალობით Amino Energy წარმოადგენს ბრწყინვალე ანაბოლიტურ კომპლექსს. ამას დამატებული, ისეთი ამინომჟავები, როგორებიცაა BCAA და არგინინი, რომლებითაც საკმაოდ გაჯერებულია Amino Energy ეფექტურად მოგიმატებენ კუნთურ მასას და საგრძნობლად შეუწყობენ ხელს „pumping“– ის შედეგის მიღებაში ვარჟიშისა და პოსტ ვარჯიშის ციკლებში.

Essential Amino Energy– ის თითოეული ულუფა შეიცავს მხოლოდ 10 კალორიას, და მისი თქვენს რაციონში შეტანა გამორიცხავს მთავარ დიეტაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.

 

ხშირად დასმული შეკითხვები Essential Amino Energy – სთან დაკავშირებით:

 

1. დღის რომელ მონაკვეთში სჯობს მივიღოთ Essential Amino Energy?

როდესაც მოისურვებთ – დილით, სღამოს, ვარჯიშამდე და შემდეგ, მისი მიმდინარეობის დროს. მაგალითად, დილით ყავის ნაცვლად მიირთვით ერთი ულუფა კოვზი Amino Energy. და საერთოდ, მიიღეთ მაშინ, როცა გრძნობთ ენერგიის აღდგენის აუცილებლობას. გახსოვდეთ, რომ ყოველი ულუფის მიღება ენერგიასთან ერთად საგრძნობლად აჩქარებს მუსკულატურის აღდგენას.

2. რომელი საკვები პროდუქტების ჩანაცვლებაა შესაძლებელი Essential Amino Energy – ით?

Essential Amino Energy – არ გამოიყენება რომელიმე პროდუქტის ჩასანაცვლებლად, იგი თქვენი მთავარი რაციონის დანამატს წარმოადგენს.

3. რა რაოდენობის Essential Amino Energy – ის მიღება შეიძლება დღეში?

თითოეული ულუფა Essential Amino Energy (2 კოვზი) შეიცავს 100 მგრ. კოფეინს. დასაშვები დოზა კოფეინისა, კი ინდივიდუალურია, რაც მთავარი ფაქტორია დოზირების შერჩევაში.

4. რა რეზულტატების მიღება შეგვიძლია Essential Amino Energy – ის მიღებისაგან და რამდენად სწრაფად შესამჩნევი იქნება ეს ცვლილებები?

Essential Amino Energy – ის მიღების ეფექტი პრაქტიკულად მყისიერია. ორგანიზმში მოხვედრისთანავე კოფეინი ავლენს მაცოცხლებელ და მააქტივირებელ მოქმედებას, რის შედეგადაც ხსნის დაღლილობას, ზრდის რეაქციის სისწრაფეს და საერთო რეზულტატიურობას, ამასთანავე ამცირებს ტკიკვილის შეგრძნებას. რამოდენიმე წამის განმავლობაში აზოტის ნახშირ ორჟანგი კუნთების ქსოვილებში აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ხოლო შეუცვლელი BCAA ამინომჟავები კვებავენ მათ ენერგიით. Essential Amino Energy – ის ერთთვიანი მიღების შედეგად ბეტა–ალანინის მიერ გამოწვეული კუნთური ქსოვილების ბუფერიზაციის წყალობით საგრძნობლად მოიმატებს ვარჯიშების ხანგრძლივობა და ინტენსიურობა. ამასთანავე შეუცვლელი BCAA ამინომჟავები იძლევა ხარისხიან მხარდაჭერას ორგანიზმის აღდგენასა და ცილების სინთეზის დაჩქარებაში. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თქვენს რაციონში Essential Amino Energy – ის შეტანა მუდმივად.

5. როგორ მივიღოთ Essential Amino Energy, ცალკე, თუ სხვა საკვებთან ერთად?

შეგიძლიათ მიიღოთ ცალკე და სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად. წყალში გაზავებულ Essential Amino Energy – ს ხილისმშვენიერი არომატი და გემო აქვს. იგი სხვა სასმელებთან ერთადაც მიირთმევა. ხოლო სხვა სპორტული კვების დანამატებთან, გნებავთ სუფთა პროტეინულ კოქტეილთან, ან გეინერთან Essential Amino Energy – ს დამატებით რეზულტატიურობის აქამდე მიუღწეველ დონეს მიაღწევთ.

6. დასაშვებია თუ არა დიეტაზე ყოფნის დროს Essential Amino Energy – ს მიღება?

დიახ, Essential Amino Energy არ შეიცავს შაქარს. იგი მხოლოდ 10 კალორიას იძლევა და დასაშვებია თუნდაც ყველაზე მკაცრი დიეტის პირობებში.

7. რას წარმოადგენს „მწვანე ენერგეტიკული მატრიცა“?

ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს უწყლო კოფეინი, რომელიც თანამედრო ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში შედის. Essential Amino Energy – შეიცავს მწვანე ჩაისა და მწვანე ყავის ექსტრაქტს. სწორედ ამ ორი ინგრედიენტის ბმას ეწოდება მწვანე მატრიცა. Essential Amino Energy –ის მოხმარება იძლევა დამატებით უპირატესობებს მასში შემავალი ბუნებრივი ძლიერმოქმედი ანტიოქსიდანტების ხარჯზე, რომელთაც შეიცავს მწვანე ჩაისა და მწვანე ყავის ექსტრაქტი. ბრწყინვალე გუნება–განწყობილება ხომ ინტენსიურ და დატვირთულ ვარჯიშებს უწყობს ხელს.

8. რისი ბრალია ტუჩებში ჩხვლეტის შეგრძნება Essential Amino Energy –ის მიღების შემდეგ?

ამ ეფექტს პარესტეზია ჰქვია და იგი გამოწვეულია თქვენი ორგანიზმის ნერვულ რეცეპტორებზე ბეტა–ალანინის რეაქციის ზემოქმედების შედეგად. სრულებით უვნებელი შეგრძნებაა და 15–20 წუთის განმავლობაში გაგივათ, ხოლო დროთა განმავლობაში, რეგულარული მიღებისას ეს ეფექტი სრულიად გაქრება.

თქვენი კალათა