Loading...

Now Foods L-Arginine 500 mg 100 capsules

45.00 

აღწერა

Now Foods L-Arginine 100 capsules 500 mg
NOW L-Arginine აუცილებელია შარდოვანას წარმოქმნის პროცესში ნივთიერებათა ცვლის უზრუნველყოფისათვის, პროცესი, რომელსაც ორგანიზმიდან თირკმლების მეშვეობით გამოყავს მომწამვლელი ნივთიერება ამიაკი.

NOW L-Arginine – პირობითად ჩაუნაცვლებელი ამინომჟავაა. ზრდასრულ და ჯანსაღ ადამიანის ორგანიზმში არგინინი საკმარისი რაოდენობით გამოიყოფა. ამავე დროს, ბავშვებსა და მოზარდებში, ხანდაზმულ და ავადმყოფ ადამიანებში შეინიშნება არგინინის გამოყოფის შესამჩნევი დეფიციტი. არგინინის ბიოსინთეზი ხორციელდება ციტრულინისაგან არგინინ–სუკცინატ–სინტაზისა და არგინინ–სუკცინატ–ლიაზის ზემოქმედების ქვეშ.

არგინინი წარმოდგენილია გიპატოპროტექტორების, იმუნომოდულატორების, კარდიოლოგიური პრეპარატების, დამწვრობის საწინააღმდეგო პრეპარატების, შიდსისა და ოპერაციისშემდეგდროინდელი პარენტერალური კვების რეცეპტურაში. უკანასკნელ დროს არგინინის შემცველი პრეპარატები გამოჩნდა გერონტოლოგიასა და ონკოლოგიაშიც.

არგინინი წარმოადგენს აზოტის სატრანსპორტო და დონატორულ საშუალებას, რაც აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესში. სწორედ ეს ფუნქცია გახდა მთავარ ფაქტორად არგინინის ბოდიბილდინგში სწრაფი გავრცელების საქმეში.

მიღების წესი:

საკვები დანამატის სახით მიიღეთ ორ–ორი კაფსულა 2–3 ჯერ დღეში აუცილებლობის შესაბამისად, სასურველია წვენთან, ან წყალთან ერთად მშიერ კუჭზე ვარჯიშის, ან ძილის წინ.

თქვენი კალათა