Mysupps maxximum mass gainer 4.5 kg 90 servings

165.00

კატეგორია:

 

My Supps Maxximum Mass Gainer 4,5 კგ 90 ულუფა

My Supps Maxximum Mass Gainer არის გეინერი შექმნილი ათლეტებისთვის რომლებსაც წონის მომატებით სურთ გაზარდონ კუნთოვანი მასა. გეინერი შეიცავს ისეთ მარტივ ნახშირწყლებს როგორიცაა გლუკოზა, რომელსაც ორგანიზმი უმალვე იყენებს კალორიებისა და/ან ენერგიის მიწოდებისთვის. დამატებით პროდუქტი შეიცავს უმაღლესი ხარისხის სოიოს, შრატის და რძის ცილას, რაც ორგანიზმს კუნთოვანი მასის ზრდაში ეხმარება . ასევე, გეინერი ორგანიზმს დიდი ოდენობით ამინომჟავითა და არგინინით ამარაგებს. დამატებით, My Supps Maxximum Mass Gainer შეიცავს კრეატინს. კიდევ ერთი უპირატესობა პროდუქტისა ცხიმის დაბალი შემცველობაა_100 გ პროდუქტზე 1%-ზე ნაკლები.
100 გ ფხვნილს 600 მლ ცხიმოვან რძეში გახსნისას
კალორიულობა _ 630
ნახშირწყლები _ 96,9 გ
ცილა _ 36 გ აქედან 7,4 გ BCAA
ცხიმი _ 10,4 გ
კრეატინი _ 3 გ
გეინერის გამოყენება შეუძლია ყელას , ვისაც სურს მიიღოს დამატებით  კალორიები და ცილა კუთოვანი მასის მოსამატებლად. პროდუქტში არსებული ნახშირწყლები შეიცავს სახამებელს, მალტოდექსტრინს და იზომალტოზას. ეს ნახშირწყლები სწრაფად აწვდიან ორგანიზმს ვარჯიშისათვის  საჭირო ენერგიას. ჯანმრთელ ადამიანს დღიურად დაახლოებით 1900 კალორია ესაჭიროება. ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, არაზუსტია და მასზე გავლენას უამრავი ფაქტორი  ახდენს, როგორიცაა ასაკი, სქესი და ფიზიკური აქტივობა. თუ აქტიური ცხოვრების წესს მისდევთ, 500- 700 კალორიით მეტი გესაჭიროებათ. სხეული მასის ყოველ 1 კგ- ზე ორგანიმზს ყოველდღიურად 500 კკალ -ით მეტი ჭირდება
ორი კვირის განმავლობაში. თუ ენერგიის საკმაო რაოდენობას დიეტის ხარჯზე ვერ იღებთ, ან ენერგიის დღიური ხარჯი ძალიან დიდია, ან ძნელად იმატებთ წონას, My Supps Maxximum Mass Gainer  საუკეთესო საშუალებაა დეფიციტის შესავსებად.პროდუქტი შეუძლია გამოიყენოს  არაათლეტებმაც, რომლებსაც სურთ  მასისი მომატება.

მიღების წესი:
50 გ გეინერი გახსენით 300 მლ რძეში/წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, რათა შეავსოთ თქვენი ენერგიის მარაგი ნახშირწყლების მეშვეობით და მიაწოდეთ ორგანიზმს ცილა კუნთოვანი მასის ზრდისთვის. პროდუქტში შემავალი კრეატინი დაგეხმარებათ ძალის მატებაში, ვარჯიშის ინტენსიურობის ზრდაში და მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. არასავარჯიშო დღეებში მიიიღეტ მითითებული დოზა 2 ჯერ დღეში დილით და საღამოს საკვებისმიღების დროს.