Loading...

MuscleTech platinum bcaa 8:1:1 200 caplets

75.00 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

MuscleTech Platinum BCAA 8:1:1

MuscleTech Platinum BCAA 8:1:1 – ეს არის სწრაფი აღდგენითი პროცესების ხელშემწყობი ამინომჟავების ახალი კომპლექსი. ეს დანამატი შეიცავს განშტოებული ჯაჭვის – BCAA – ს მქონე ყველა აუცილებელ ამინომჟავას. მათი უნიკალურობა ორგანიზმის მიერ საკუთარი ძალებით მათი სინთეზის უუნარობასა და გარედან მიწოდების აუცილებლობაში მდგომარეობს. ამ კომპლექსში მთავარი ყურადღება ლეიცინს მიენიჭა – ხარისხიანი კუნთური ზრდის საკვანძო ფიგურანტი ამინომჟავა. სწორედ ამიტომ ამ პროდუქტში არსებობს 8:1:1 თანაფარდობა – ლეიცინი:იზოლეიცინი:ვალინი.

ეს დანამატი არ შეიცავს არანაირ გარეშე კომპონენტს ან მასტიმულირებელს, ამიტომაც შეგიძლიათ მიიღოთ იგი სხვა ნებისმიერ სასმელებთან ერთდროულად.  BCAA ყველაზე უკეთ აითვისება გლუკოზის შემცველ სასმელებთან ერთად, ანუ ტკბის სასმელებთან ერთად. ყველაზე ეფექტური შეხამება კი იქნება MuscleTech Platinum BCAA 8:1:1 და ყურძნის, ან ვაშლის წვენებთან. ასევე, ამ მიზნისათვის შეგიძლიათ პროტეინული კოქტეილის გამოყენება.

ამ პროდუქტში ლეიცინის მაღალი კონცენტრაციის წყალობით უმჯობესდება მშრალი კუნთოვანი მასის ზრდის ხელშემწყობი ცილების სინთეზი. ამავე დროს მცირდება ცხიმების რაოდენობრივი შემცველობაც. ხოლო ლეიცინის დიდი რაოდენობა ხელს უწყობს კუნთოვანი კარკასის დამანგრეველი პროცესის – კათაბოლიზმის შეფერხებას. BCAA აჩქარებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს და შესაბამისად კუნთების დაჩქარებულ ზრდას.

ასევე, BCAA გავლენას ახდენს ორგანიზმში ანაბოლური პროცესების მიმდინარეობის დაჩქარებაზე. ეს კი გამოიწვევს კუნთების აღდგენაზე დახარჯული დროის შემცირებას და მცირდება ორგანიზმის გადაღლიანობის გამოვლინებაც.

MuscleTech Platinum BCAA 8:1:1 – ს შემადგენლობა

 

მიღების წესი:

მიიღეთ დღეში 5 ტაბლეტი – ჯერ. პროფესიონალების მიერ რეკომენდებული ულუფა, რომელიც აძლევს მათ 100% – იანი დატვირთვითა და ეფექტურობით ვარჯიშის საშუალებას დღე–ღამის განმავლობაში.

BCAA –ს მიღების დრო – დილით ვარჯიშამდე, ვარჯიშის შემდეგ (არასავარჯიშო დღეებში შეგიძლიათ მიიღოთ დღის შუა მონაკვეთში), ძილის წინ და საკვების მიღებებს შორის დიდი შესვენების დროს.

თქვენი კალათა