Loading...

Muscletech Nitro Tech 1,8 kg.

140.00 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

MuscleTech Nitro Tech Perfomance

Muscletech – მძლავრი საკუთარი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის მქონე მწარმოებელია სპორტული კვების ინდუსტრიის სფეროში. მათი ყოველი ახალი პროდუქტი არის არა ცალკეული მეცნიერის ინტელექტუალური შრომის ნაყოფი, არამედ მეცნიერთა ჯგუფის ბეჯითი შრომის შედეგი პროფესიონალ ათლეტებთან ერთად. ყოველი პროდუქტი გადის მაქსიმალურად ობიექტურ ტესტირებას მოქმედების ეფექტურობაზე, საბოლოო შედეგებზე, და რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჯანმრთელობის უვნებლობაზე. კომპანია Muscle Tech ასევე სპონსირებას უწევს 100 – მდე ამერიკის უნივერსიტეტს.

სამეცნიერო კვლევების, საკვები დანამატებისა და სპორტული კვების პროდუქტების საწარმოებლად კომპანიაში გამოიყენება თანამედროვე, უახლესი დანადგარები. მთელი საწარმოო ციკლი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს შესაბამისი შიგა დანაყოფების მხრიდან. ზოგიერთი პრეპარატი კი ფარმაკოლოგიური კომპანიების მსგავსად გადის სრულ ტესტირებას უვნებლობაზე, გვერდითი მოვლენების გამორიცხვაზე. Muscle Tech – ის ბრენდით გამოშვებული ყველა პროდუქტი შეესაბამება ხარისხის სანიმუშო დონეს, და იძლევა გარანტირეულ რეზულტატს და მაღალ ეფექტურობას.

ახალ პროტეინში  Nitro-Tech Performance Series არის ყველაზე ეფექტური შრატული ფორმულა, ოდესმე გამოშვებული Muscle Tech –ის კომპანიის მიერ. ეს ახალი შრატული იზოლატი მუშაობს კუნთოვანი მასის ზრდაზე და უდავოდ იძლევა ძალისა და კუნთოვანი გამომუშავების მატებას.

Nitro-Tech Performance Series –ის ცილის უმთავრეს წყაროს შეადგენს შრატის იზოლატი – ათლეტებისათვის ძვირფასი პროტეინის ერთ ერთი საუკეთესო წყარო. მისი გაძლიერება კრეატინის კარგად ცნობილი ფორმით იძლევა მასისა და ძალის მომატების სწრაფ ეფექტს.

გამოკვლევების თანახმად Nitro – Tech Performance Series – ის მომხმარებლები 6 კვირის განმავლობაში იმატებდნენ 4 კგ. კუნთოვან მასას, ხოლო ისინი, ვინც ღებულობდნენ ჩვეულებრივ პროტეინულ ნარევს – 2,3 კგ.

ყველაფერთან ერთად Nitro-Tech Performance Series – პირველი პროტეინია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა სამივე, საკვანძო ამინომჟავები (ალანინი, გლიცინი და ტაურინი). მხოლოდ ამ ეფექტურ ფორმულას ძალუძს მყისიერად მიაწოდოს ამინომჟავები სისხლის მიმოქცევაში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც ხდება მათი აბსორბირება და იოლი ათვისება, რაც იწვევს კუნთების დაჩქარებულ აღდგენასა და ზრდას. ეს თვისება კი საუკეთესო საშუალებად აქცევს Nitro-Tech Performance Series – ს ძალებისა და ენერგიის აღსადგენად ვარჯიშის შემდეგ.

ალანინი – გლუკოზით ორგანიზმის მომარაგების ერთ ერთი საკვანძო ამინომჟავაა ვარჯიშის დროს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ალანინის წყალობით კუნთოვანი მასა დაზღვეულია დარღვევისაგან და ხდება ცილის სინთეზის დაჩქარება.

გლიცინი – შეუცვლელი ამინომჟავაა პროტეინისა და კრეატინის ორგანიზმში მისაწოდებლად და კუნთოვანი მასის მოსამატებლად.

ტაურინი – კი უებარი ამინომჟავაა ენერგიის მარაგების დაზოგვისა და ასევე, კუნთოვანი მასის ზრდისათვის.

ყოველი ულუფის შემადგენლობაში შედის 3 გრ. კრეატინის მონოჰიდრატი ვარჯიშების ეფექტურობის ზრდისა და კუნთების მომატებისათვის, ამასთანავე მათი სწრაფად აღსადგენად.

Nitro-Tech Performance Series – ის ყველა კომპონენტი გადის საფუძვლიანი წმენდის რამოდენიმე საფეხურს, რის შედეგადაც გამოირიცხება ცხიმები და ნახშირწყლები და გვრჩება სუფთა ცილები მშრალი კუნთოვანი მასის ზრდისათვის.

დიდი კონკურენციის მიუხედავად Nitro-Tech Performance Series რჩება ხელმისაწვდომ პროდუქტად და გეძლევათ შესაძლებლობა სრულად მიიღოთ ყველა მისი უპირატესობა. არც ამ პროდუქტის შესანიშნავი გემო არ გამოგრჩეთ ყურადღებიდან.

მიღების წესი:

200 – 300 გრ. ცივ წყალში, ან ცხიმგამოხდილ რძეში გახსნილი ერთი საზომი კოვზი მიირთვით ვარჯიშის შემდეგვე. უფრო მეტი ეფექტურობისათვის შეგიძლიათ გაზარდოთ დოზა ორჯერ (2 საზომი კოვზი 500 გრ. – ზე). და მაქსიმალური ეფექტურობისათვის კი დღეში მიიღეთ 4 საზომი კოვზი მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში. ამასთანავე აუცილებლად დალიეთ დღეში 8 –10 ჭიქა წყალი რის განმავლობაში.

ულუფების რაოდენობა:

49 ულუფა – 1,8 კგ.

25 ულუფა – 0,9 კგ.

<პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს.
<გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
<18 წლამდე პირთათვის არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება.
<არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
<შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
<მოარიდეთ ბავშვებს.

< გისურვებთ წარმატებებს.

თქვენი კალათა