MuscleMeds carnivor beef aminos 300 tablets

67.00

Out of stock

კატეგორია:

MuscleMeds carnivor beef aminos 300 tablets

 

Carnivor Beef Aminos – ნატურალური საქონლის ხორცისაგან წარმოებული ამინომჟავური კომპლექსია ამერიკული კომპანიისაგან MuscleMeds.

Carnivor Beef Aminos –ს დადებითი ეფექტები: ამინომჟავური მოთხოვნილებების მარაგის შევსება; ჩაუნაცვლებელ ამინომჟავებში ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; აღდგენითი პროცესების გაუმჯობესება; ორგანიზმის ენერგეტიკის აღდგენა; კატაბოლიზმის აღმოფხვრა; ცილების სინთეზის დაჩქარება; მეტაბოლიზმის ხელშეწყობა; პროტეინებისაგან განსხვავებით, კუჭნაწლავის სისტემაში ათვისების მაღალი დონე.

Carnivor Beef Aminos – ის შემადგენლობის განხილვა. ამინომჟავები ფასობს მათი ათვისების დროის სიმცირით, საკმარისია 20–30 წუთი. ეს თვისება მეტად მოთხოვნადია მაშინ, როცა არსებობს ამინომჟავური მარაგების სწრაფიო შევსების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება მძიმე ფიზიკური დატვირთვების მიღების შემდეგ პერიოდს.

ამ დანამატის თავისებურებას წარმოადგენს მასში დამატებული მატრიცა გლუტარატების საფუძველზე, ასევე კრეატინის შემცველობა, რომელიც ყოველთვის არის ხორცის შემადგენლობაში. გლუტარატის მატრიცა კი ხელ;ს უწყობს ორგანიზმში აზოტის შემცველობის დაბალანსებას. მასში შედის შემდეგი მთვარი კომპონენტი:

გლუტამინ–ალფა–კეტოგლუტარატი – პირობითად ჩაუნაცვლებელი ამინომჟავას არასტანდარტული ფორმა, რომელიც ფლობს მთელ რიგ მნიშვნელოვან დადებთ თვისებებს ტრენინგისა და მასთან ადაპტაციის თვალსაზრისით. ის ახშობს კატაბოლიზმის პროცესებს კარტიზოლის სეკრეციის შეფერხების მეშვეობით. აღნიშნულ ფორმაში გაცილებით სწრაფად აითვისება, განსაკუთრებით სხვა ამინომჟავებთან ერთად მიღების პირობებში. ამას გარდა იგი აძლიერებს იმუნიტეტს.

ორნიტინ–ალფა–კეტოგლუტარატი – მიკროტრამვების შეხორცების დაჩქარების ხელშემწყობი ამინომჟავა, მაგალითად ბოჭკოს დაზიანება ძალისმიერი დატვირთვებიოს შედეგად. ამას გარდა აზოტური ბალანსის დადებით მხარეს მოქცევას უწყობს ხელს, რაც იწვევს ორგანიზმის აღდგენითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ალფა–კეტოიზოკაპროატი – ლეიცინის მეტაბოლიტის შედეგად წატრმოებული ამინომჟავა. ფლობს ანტიოქსიდურ და ანტიკატაბოლურ თვისებებს. ცილებთან ან სხვა ამინომჟვებთან ერთდროულად მიღების დროს ავლენს განსაკუთრებულ სინერგიზმს.

ალფა–კეტოგლუტარატი – აერობული ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დასვენების დროს აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოში ჟანგბადის მიწოდებასა და ადენოზინტრიფოსფატის წარმოებას. ავლენს მსუბუქ ანტიკატაბოლურ ეფექტს, რაც შიძლება გაძლიერებულ იქნას BCAA –ს მიღებასთან ერთად.

 

Carnivor Beef Aminos – ის მიღების წესი:

არსებობს ამინომჟავების მიღების სხვადასხვა სქემა. მაგრამ ვინაიდან მათი აუცილებლობის საკითხი ორგანიზმისათვის აქტუალური ხდება ვარჯიშისა და მის ახლოს მდებარე დროის ინტერვალში, სწორედ ამ დროს არის მიზანშეწონილი მისი მიღება. ამას გარდა გასათვალისწინებელია, რომ ეფექტურობა დამოკიდებული იქნება ასევე დანამატის დოზირებაზე. შეგიძლიათ მოსინჯოთ ქვემოთ ჩამოთვლილი სქემები სათითაოდ, მაგრამ მაქსიმუმის მიღწევა ვარჯიშის ახლო პერიოდში გექნებათ.

1) ვარჯიშამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ 3–6 აბი წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად.

2) ვარჯიშის დროს მიიღეთ მის პირველ ნაწილში 3 აბი და მეორე ნაწილშიც 3 აბი.

3) ნახშირწლების ფანჯრის პერიოდში მიიღეთ 3–6 აბი.

4) დასვენების დროს ამინომჟავების მიღება შიგიძლიათ, მაგრამ უფრო მიზანშეწონილი იქნება მათ ნაცვლად ჩვეულებრივი შრატული პროტეინების მიღება.

თუ ფინანსური შესაძლებლობები არ გზღუდავთ შეგიძლიათ მიიღოთ 9–12 აბი.

 

მიღების წინ გაიარეთ სპეციალისტის კონსულტაცია.