Loading...

Muscle Pharm glutamine 300 g 60 servings

60.00 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

Glutamine MusclePharm

Glutamin – სპორტსმენისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავაა! L – გლუტამინი კი სხეულში ყველაზე ხშირად არსებული ამინოჟავა. მის წილად მოდის ორგანიზმში არსებული თავისუფალი ამინომჟავების 50 % – ზე მეტი. ყველაზე მეტი კონცენტრაციით L – გლუტამინი კუნთოვან უჯრედებში გვხვდება. ამიტომაც ადვილი ასახსნელია სპორტსმენებისა და ათლეტებისათვის ამ განსაკუთრებული ამინომჟავას დიდი მოთხოვნილების საკითხი. ტყუილად არ იხსენიებენ L – გლუტამინს ხშირად „კუნთურ ამინომჟავად“. ამ დიდი მოთხოვნილების სწრაფად და მარტივად მიღების მიზნით შემუშავებულ იქნა Glutamin.

კონკრეტულად რა უპირატესობების მატარებელია L – გლუტამინი სპორტსმენებისათვის?

ინტენსიური სპორტული ვარჯიშების პროცესში იხარჯება დიდი რაოდენობით L – გლუტამინი. გახარჯული L – გლუტამინის აღდგენა ორგანიზმის რეგენერაციისათვის ძალიან სასარგებლოა. ფიზიკური ვარჯიშების დროს L – გლუტამინი ხელს უწყობს უჯრედების მოცულობის ზრდას.

უჯრედების მოცულობის ზრდას ორგანიზმი აღიქვამს, როგორც ანაბოლურ სიგნალს და იწყებს პროტეინისა და გლუკოგენის გამომუშავების დაჩქარებას. გლუტამინს არა მხოლოდ ანაბოლური (კუნთოვანი მასის მატება), არამედ ანტიკატაბოლური ეფექტი გააჩნია, რაც ფიზიკური დატვირთვების დროს კუნთოვანი ქსოვილის დაშლის მძლავრ წინააღმდეგობაში გამოიხატება. ყველაფერთან ერთად, უმჯობესდება ფიზიკური რეგენერაციის პროცესი ძილის დროს. ინტენსიურ ვარჯიშებთან ერთად კომბინაციაში L – გლუტამინი ხელს უწყობს ფიზიკური შრომისუნარიანობის მნიშვნელოვან მატებას.

გლუტამინი ფართო და მრავალფეროვანი ღირებულებების პალიტრის მატარებელია მაღალი შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული სპორტსმენებისათვის.

L – გლუტამინი მეტად პოპულარულია და სიამოვნებით გამოიყენება გამძლეობაზე ორიენტირებული სპორტის სახეობისა და საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მზრუნავი სპორტსმენების მიერ. წარმოიდგინეთ, რომ ინტენსიური ვარჯიშების დროს იხარჯება 30 გრამამდე აუტოგენური გლუტამინი და მიხვდებით, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი გლუტამინებით გაჯერებული დანამატების მიღება.

მიღების რეკომენდაციები:  

გახსენით 3 საზომი კოვზი (5 გ) 250 – 300 გ. წყალში და მიიღეთ დღეში 1 –2 – ჯერ.      

ინგრედიენტები:

300 გ. შეფუთვაში. ულუფა შეადგენს 3 საზომ კოვზს (5 გ.), ულუფათა რაოდენობა – 60;

გლუტამინის ნარევი (L – ტამინი, გლუტამინის პეპტიდები, ალანინი L – გლუტამინი) – 5000 მგ.;

პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

არა რეკომენდებულია 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის.

ნებისმიერი პროდუქტის მიღების წინ გაიარეთ სპეციალისტის კონსულტაცია!

თქვენი კალათა