Loading...

Muscle Pharm Assault 435/725 g 30/50 servings

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

არტიკული: არ არის კატეგორია: Brand:

აღწერა

ენერგეტიკი Assault NEW MusclePharm (725 გ, 50 ულუფა)

ძალა + გამძლეობა

  • კომპლექსური წინასაცარჯიშო დანამატი ათლეტებისათვის
  • საფუძვლად უდევს დაპატენტებული აზოტის დონატორების ტექნოლოგია „ION-3
  • აფეთქების ენერგია ჩავარდნების გარეშე ახალი კომპონენტის PURENERGYTM წყალობით
  • კუნთური დაღლილობის შემცირების ბუფერული ტექნოლოგია ლაქტატის ნეიტრალიზების ხარჯზე

შეცვალე წესები – მიმართე თამაში საჭირო მიმართულებით!

MusclePharm® – ათლეტების აზრით წინასავარჯიშო დანამატებს შორის ლიდერია, ნამდვილად უსაფრთხო და შედეგიანი.

თავიდან არაჩვეულებრივი მხნეობის, ხოლო შემდეგ უცნაური დაქანცულობის შეგრძნების მომგვრელი „კონცენტრირებული სტიმულატორების ფორმულებისაგან“ განსხვავებით – მხნეობის ფორმულა მუშაობს თანაბრად, მაგრამ ეფექტურად.

კომპანია MusclePharm® – ის სპორტულ სამეცნიერო ცენტრში შემუშავებული ფორმულა ყველაზე შესწავლილ წინასავრჯიშო დანამატს წაერმოადგენს ბაზარზე. მისი შექმნის სათავეებთან მყოფ ადამიანებს, რომლებიც თავად იყვნენ სპორტსმენები, კარგად ესმოდათ, რომ საჭირო იყო არა მხოლოდ „კუნთების ზრდის ფორმულის“ შექმნა. მათ ამოცანას ათლეტებისათვის ე.წ. „უკუდარტყმის“ ეფექტის აღმომფხვრელი ახალი მძლავრი ფორმულის შექმნა წარმოადგენდა.

მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ Assault NEW MusclePharm ეფექტურად და ამავე დროს უსაფრთხოდ მატებს გამძლეობას. MusclePharm – ის გუნდის აზრით ძალისმიერი შესაძლებლობების, კუნთური ამტანიანობის, ენერგიის დონის, ყურადღების კონცენტრირებისა და რეაქციის სისწრაფის მაჩვენებლების გამაუმჯობესებელი უსაფრთხო და ეფექტური წინასავარჯიშო დანამატი, ამავე დროს ამცირებს კუნთურ დაღლილობას.

კომპანია MusclePharm სიამაყით აცხადებს, რომ Assault NEW MusclePharm ერთერთია იმ რამოდენიმე წინასავარჯიშო დანამატებიდან, რომელიც არ შეიცავს დოპინგის ჯგუფს მიკუთვნებულ ნივთიერებებს.

ზუსტი და ბეჯითი გათვლების წყალობით შეიქმნა სპორტსმენებისათვის სანდო ალტერნატირული ენერგიის მიმწოდებელი ფორმულა. ტრანსპორტირების ხუთი სისტემა მიმართულია წარმატების მთავარ შემადგენლებზე: მოცულობა, ენერგია, ყურადღება, ძალა, გამძლეობა.

ყოველ ვარჯიშზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად უზრუნველყავით თქვენი ორგანიზმი უახლესი ნუტრიენტებით. ყოველი ულუფა კომპონენტ ION-3 Nitrate Technology™ – თან ერთად შეიცავს 2 გ.დაპატენტებული ბეტა –ალანინის ფორმას – Carnosyn®. ფორმულა აძლიერებს ძალისმიერ მაჩვენებლებს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრირებას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის მატებას და უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფს ვარჯიშების ინტენსიურობის ზრდას.

ამტანიანობის გასაზრდელად და რეაქციის სისწრაფის გასაუმჯობესებლად კოფეინი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და ძალიან ხშირად მოხმარებად დანამატს. კოფეინის ჩვეულებრივი წყაროები მხოლოდ მცირე ხნით იძლევა ენერგიის შენარჩუნების ეფექტს, რის შემდეგაც ტოვებს გამოფიტვის შეგრძნებას. მათგან განსხვავებით, Assault NEW MusclePharm – ის შემადგენლობაში შემავალი მატრიცა PurEnergy™უზრუნველგყოფთ 8 ჯერ ხანგრძლივი დროის მონაკვეთში ყურადღებითა და ენერგიით, ხოლო მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღნიშნული გამოფიტვის შეგრძნება თქვენ არ შეგაწუხებთ.

ენერგია + ძალა + გამძლეობა

დარჩით ენერგიისა და ყურადღების ფორმის პიკში პირველი მიდგომიდან ბოლომდე. მოემზადეთ ვარჯიშისათვის 5 დონიანი ტრანსპორტირების Assault  სისტემასთან ერთად.

ტრანსპოტირების სისტემის 5 დონე ეფუძნება გამძლეობის მატების სხვადასხვა ხერხს:

  • ადენოზინტრიფოსფატის – ლაქტატის ბუფერიზაცია.
  • აზოტის დონატორების – ION-3 Nitrate Technology Matrix აქტივირება.
  • ყურადღების კონცენტრაციის გაძლიერება.
  • აფეთქების ენერგია.
  • გიდრატაციის სისტემა

ადენოზინტრიფოსფატის დონის მატება – ლაქტატის ბუფერიზაცია

ყოველი ულუფა შიცავს ფიზიკური ვარჯიშების შესრულების პროცესში ლაქტატის ბუფერიზაციისა და გამძლეობის მატები ხელშემწყობ დაპატენტებულ ბეტა – ალანინის ფორმის – CarnoSyn® – ის 2 გ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მის შემადგენლობაში შემავალი კუნელის ნაყოფი და ჭარხალი უზრუნველყოფს აზოტის ოქსიდის სწრაფ და თანაბარ სინთეზს, სისხლის პლაზმაში ნიტრატების დონის მატებას. პლაზმაში ცირკულირებადი ნიტრატების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ნიტრიტები და ნიტრატები. აზოტის ბიოლოგიური წვდომადობის ზრდა ვარჯიშების მეტი ინტენსიურობის, განწყობის გაუმჯობესებისა და განუმეორებელი „პამპის“ მიღების საშუალებას იძლევა.

ათლეტების გამძლეობის მატრიცა: „ION-3 NITRATE TECHNOLOGY MATRIX“  

უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგიის ION-3 Nitrate მეშვეობით მიღებული კრეატინ არგინინისა და განსაკუთრებული ფორმის ნიტრატების – ВСАА – ს შემცველი პირველი და ერთადერთი წინასავარჯიშო დანამატია. ეს უახლესი შენაერთები უზრუნველყოფენ უფრო ეფექტურ ვაზოდილატაციას, რაც ხელს უწყობს კუნთებში სისხლძარღვების უფრო მეტ გაფართოებას. ამის შედეგად ძლიერდება კუნთური სისხლის მიმოქცევა და ეს იწვევს კუნთების დიდი რაოდენობით ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით მომარაგებას. ნიტრატებით გამოწვეული ვაზოდილატაციის ეფექტის შედეგად ხდება არა მხოლოდ ძალისა და ამტანიანობის გაძლიერება და შესაბამისად ვარჯიშების ინტენსიურობის ზრდა, არამედ ვარჯიშების შემდეგ უფრო სწრაფი აღდგენა და კუნთების დაჩქარებული ზრდა.

კრეატინის ნიტრატი

კრეატინისა და აზოტი მჟავის შეერთების შედეგად მიიღება კრეატინის ნიტრატი: მაღალი ბიოლოგიური წვდომადობის ნივთიერება, რომელიც ერთდროულად იწვევს ადენოზინტრიფოსფატის რესინთეზისა და აზოტის ჟანგის დონის მატებას. ეს სუპერეფექტური ვაზოდილატორი უზრუნველყოფს მძლავრ სისხლმიმოქცევას კუნთების გამოკვებისა და პამპინგისათვის. კრეატინის ნიტრატის დამატებითი უპირატესობის აღსანიშნავად ვიტყვით, რომ მისი ათვისება ძალიან ეფექტურია.

არგინინის ნიტრატი

არგინინის ნიტრატი – აზოტმჟავისა და L – არგინინის შენაერთია. არგინინი ახდენს სისხლძარღვების გაფართოების ეფექტის შექმნისა და ძალისმიერი მაჩვენებლების გაძლიერების ხელშემწყობი აზოტის ჟანგის გამოყოფას, რაც იწვევს ზრდის ჰორმონების ჯანსაღი დონის უზრუნველყოფას. მალათვისებადი ნიტრატები და აზოტმჟავის წარმოებულები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას კუნთებში. ნიტრატები კუნთოვან ქსოვილებში აფართოებს სისხლძარღვებსა და კაპილარებს, რაც იწვევს თქვენს ბიცეპსებში, ტრიცეპსებსა და კვადრიცეპტებშიც კი გამავალი სისხლის ნაკადის გაზრდას.

BCAA ნიტრატები

ნიტრატების სახით სინთეზირებული განშტოებული ჯაჭვის მქონე ამინოჟავები წარმოადგენს ნამდვილ სამეცნიერო გარღვევას! შენაერთი ნიტრატების სახით უშუალოდ კუნთოვან ქსოვილებში უზრუნველყოფს ტრანსპორტის უფრო მაღალ ეფექტურობასა და სტაბილურობას და უჯრედულ მემბრანებში შეღწევადობას. BCAA ნიტრატები კუნთების ზრდისა და აღდგენის თვალსაზრისით ტრადიციულ ამინომჟავებს თავისუფალ და სხვა სახის ფორმაში შორს უკან ჩამოტოვებს.

უჯრედული ენერგია და ინსულინის გამომუშავების აქტივიზება

კუნთივანი უჯრედების მოცულობის ზრდის ალტერნატიული წყაროს სახით გამოიყენება გლიცინის, D – რიბოზის, დექსტროზისა და ცინულინის კომბინაცია, რაც ინსულინის სეკრეციის მატებას შესაძლებელს ხდის და ამის ხარჯზე – კუნთოვან უჯრედებში მკვებავ ნივთიერებათა მიწოდებისა და ანაბოლური პროცესების დონის მატებას უწყობს ხელს.

გლიცინი

გლიცინი – პროტეინების, პეპტიდების, კლიკოგენისა და ადენოზიტრიფოსფატის ფორმირების პროცესში საკვანძო როლის შემსრულებელი უმარტივესი ამინომჟავაა. მისი ბიოწვდომადობა გაცვლითი პროცესების ხარისხისა და სისწრაფის დაჩქარებულ და ეფექტურ გაუმჯობესებას იწვევს.

D – რიბოზა

როგორც ადენოზიტრიფოსფატის სინთეზისათვის აუცილებელი მოლეკულა–გადამტანი –  D – რიბოზა ორგანიოზმში ერთერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას წარმოადგენს, განსაკუთრებით ხანგრძლივი და ინტენსიური ვარჯიშების პროცესში. D – რიბოზისა და გლიცინის ერთობლივი გამოყენება ზრდის ადენოზინტრიფოსფატის სინთეზს. ეს კომბინაცია კრეატინის გამდიდრებით ორგანიზმს მძიმე ფიზიკური დატვირთვების დროს უზრუნველყოფს ენერგიის დიდი რაოდენობით.

დექსტროზა

დექსტროზა მარტივი შაქარია, რომელიც ინსულინის გამომუშავების ინტენსიურობის მომატებისათვის შეიძლება მიღებულ იქნას ვარჯიშის წინ, მისის მსვლელობის დროს და დასრულების შემდეგ. ბუნებრივი ანაბოლური ჰორმონი ინსულინი კუნთებში მკვებავ ნივთიერებათა ნიწოდებას უწყობს ხელს.

ცინულინი

ხელს უწყობს ინსულინის ეფექტურობას და D – რიბოზასა და გლიცინს კუნთოვან უჯრედებში მკვებავ ნივთიერებათა მიწოდებაში ეხმარება. კუნთოვანი მოცულობის გაზრდის სხვა არც ერთი ტრანსპორტული მატრიცა არ ფლობს მსგავს სამეცნიერო საფუძვლებს, როგორც ცინულინი. თქვენ უკვე უფრო მარტივად შეგიძლიათ მიზნების მიღწევა – გახდეთ ჭარბი წონის გარეშე, უფრო დაკუნთული, გამძლე, სწრაფი და ძლიერი.

ჰიდრატაცია

ფიზიკური დატვირთვების დროს ორგანიზმში ენერგიის დონის შენარჩუნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰიდრატაციას, ამიტომაც ახალი ენერგეტიკის შემადგენლობაში შედის ელექტროლიტების, ფხვნილისებული ქოქოსის წყლის, გლუტამინისა და ტაურინის კომბინაცია. ამ კომპონენტების ერთობლივი მოქმედება ჰიდროტაციისა და ორგანიზმის სწრაფი აღდგენის ხელშემწყობია.

ელექტროლიტები

კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და ნატრიუმი ხელს უწყობს სითხის ბალანსის შენარჩუნებასა და კუნთებისა და ნერვული სისტემის რეგულირებას. სასიცოცხლოდ აუცილებელ ამ ნივთიერებათა გარეშე შეუძლებელია კუნთების კონტროლირებადი შეკუმშვების წარმოება.

ქოქოსის წყალი

ქოქოსის წყალი ერთერთი ბუნებრივი სუპერპროდუქტია. შეიცავს ელექტროლიტებისა და მინერალების სრულ დაბალანსებულ სპექტრს და ხელს უწყობს სხვა მკვებავი ნივთიერებების უფრო ხარისხიან ათვისებას. თანამედროვე მაღალხარისხიან საკვებ დანამატებში ქოქოსის წყლის კონცენტრატი გამოიყენება ჰიდრატაციის უმთავრეს წყაროდ.

გლუტამინი

ეხმარება ორგანიზმს ამინომჟავების სინთეზსა და გლიკოგენის მარაგების აღდგენაში. აუცილებელია ინტენსიური ვარჯიშების დროს.

ტაურინი

იგი ხორცისა და თევზის შემცველობაშია, მაგრამ ათლეტების უმრავლესობა მას მიიღებს საკვები დანამატის სახით. ტაურინი გლუტამინთან ერთად ხელს უწყობს ისეთი ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებას, როგორებიცაა კალიუმი და მაგნიუმი.

ულუფის რაოდენობა – 14,5 გ (ერთი საზომი კოვზი). ულუფათა რაოდენობა შეფუთვაში: 50;

კალორიები – 10

ნახშირწყლების ჯამური რაოდენობა – 3 გ. 1%

შაქარი – 2გ.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 500 მგ 833%
ვიტამინი E (ალფა – ტოკოფეროლ აცეტატი) 200 მე 666%
ნიაცინი 60 მგ 300%
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლირიდი) 15 მგ 750%
ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) 90 მკგ 1,500%
კალციუმი (კალციუმის სილიკატი, ფოსფატი, ციტრატი) 152 მგ 15%
ნატრიუმი 50 მგ 2%
კალიუმი 40 მგ 1%
ადენოზინტრიფოსფატის მომატების მატრიცა 3,500 მგ *
Carnosyn® – ბეტა ალანინის დაპატენტებული ფორმა (2,000 მგ), L‐ტიროზინი, L‐ასპარაგინის მჟავა, სუფრის ჭარხლის ექსტრაქტი – ნიტრატების წყარო, (DMG) დიმეთილგლიცინი ჰიდროქლორიდი.
უჟრედული ტრანსპორტი & ინსულინის აქტივატორი 2,952 მგ *
დესტროზა, L-გლიცინი, რიბოზა, Cinnulin PF® (ყავისფერი ხის ქერქის ექსტრაქტი).

გამძლეობის მატრიცა “ION‐3 NITRATE TECHNOLOGY MATRIX” 2,000 მგ *
კრეატინის ნიტრატი, არგინინის ნიტრატი, BCAA ნიტრატი 3:1:2 (L‐ლეიცინი, L-ვალინი, L‐იზოლეიცინი).

ენერგია & რეაქცია 1,750 მგ *
ქოლინის ბიტარტრატი, გლუკურონოლაკტონი, PurEnergy™ Matrix (პტეროსტიბენი – კოფეინი), ჰიპერზინი A.

ჰიდრატაცია 1,200 მგ*
ტაურინი, ქოქოსის წყლის ფხვნილი, L-გლუტამინი.

†დღეღამური ნორმა მითითებული 2000 კკ გათვლით.
*დღეღამური ნორმა დაუდგენელია.
სხვა კომპონენტები:

 

ბუნებრივი და ხელოვნური არომატულ – საგემოვნო დანამატები, სუკრალოზა, ჭარხლის წვენის ფხვნილი (საღებავი), ლიმონის მჟავა, საშუალო ჟაჭვის ტრიგლიცერიდები, კალიუმის აცესულფამი, ბეტა კაროტინი (საღებავი)

გაფრთხილება ალერგიების შესახებ:

პროდუქტი იწარმოება რძის, კვერცხის, სოის, ზღვის მოლუსკების, ხის თხილისა და არახისის გადამამუშავებელ საწარმოში.

 

მიღების წესი: გახსენით ერთი საზომი კოვზი ASSAULT™ 230 – 350– მგ წყალში, მიიღეთ ვარჯიშამდე 20 – 30 წუთით ადრე. დღეში დალიეთ არანაკლებ 2 ლ. წყალი.

 

გაფრთხილება:

პროდუქტი განკუთვნილია 18 წლის ზევით ჯანსაღი ადამიანებისათვის.

პროდუქტი შეუთავსებელია ალკოჰოლურ სასმელებთან.

არ მიიღოთ ეს პროდუქტი სხვა, კოფეინისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სტიმულირების მომხდენ ნივთიერების შემცველ პროდუქტებთან ერთად.

სამკურნალო პრეპარატების მიღების ან დაავადების შემთხვევაში, ასევე გაზრდილი წნევის, გულის არითმიის, სიქიკური აშლილობისდიაბეტის საფრთხის პირობებში პროდუქტის მიღების წინ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

არ მიიღოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

არ მიიღოთ პროსტატის მომატებისა და ინგიბიტორების მიღების დროს.

უსიამოვნო სიმპტომების შეგრძნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.    

დამატებითი ინფორმაცია

აირჩიე ზომა

30, 50

თქვენი კალათა