Loading...

Met-rx tribulus 750 mg 90 capsules

45.00 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

Met-rx tribulus 750 mg 90 capsules

თავდაპირველად პაუერლიფტერების მიერ მათი ყოველდღიური არაადამიანური დატვირთვების მქონე ვარჯიშების დროს გამოყენებული ეს ინგრედიენტი განსაკუთრებული პიპულარობით სარგებლობს. ეს განსაკუთრებული ნივთიერება გავრცელდა ასევე ფიტნეს ინდუსტრიაში და გამოიყენება ბოდიბილდერებისა და სპორტსმენების მიერ მთელს მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ ტრიბულუსი დიდი ხანია კარგად არის ცნობილი ჩინური მედიცინის სპეციალისტებისათვის, რომლებიც მრავალი საუკუნეების მანძილზე ოსტატურად იყენებენ მას ღვიძლის, თირკმლების, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დისჰორმონალური დარღვევების დროს.

თუმცა ოფიციალურ დასავლურ მედიცინას მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამ ნივთიერების მიმართ ინტერესი დიდ სპორტიდან წარმოიქმნა, სადაც ტრიბულუსს დიდ წარმატებით იყენებდნენ ბოდიბილდინგში, ფიტნესში, ძალოსნობაში და ეს ყველაფერი დაიწყო გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან.

საცდელი მეთოდებით დადგინდა, რომ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით შეუდარებლად უსაფრთხო მეთოდს წარმოადგენს ტესტოსტერონის წარმოების ცენტრალურ მექანიზმზე გავლენის მოხდენა, ვიდრე უშუალო ზეგავლენა ამ ჰორმონის წარმოებაზე ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის გზით, რასაც ფაქტიურად წარმოადგენს ყველა ტესტოსტერონის პრეპარატი (სუსტანონი, ომნადრენი, მეთილტესტოსტერონი).

სწორედ აქ ვლინდება ტრიბულუს ტერესტრისის ერთერთი უპირატესობა კლასიკური სტეროიდული პრეპარატებთან შედარებით. ტრიბულუსი მოქმედებს სწორედ ტესტოსტერონის დონის კონტროლის ცენტრალურ მექანიზმებზე და ახდენს მათი ბუნებრივი სინთეზის წახალისებას.

შემადგენლობა Met-rx tribulus 750 mg – ის 1 კაფსულის:

Tribulus (Tribulus Terrestris) (ნაყოფი) 750 მგ *

(სტანდარტიზებულია 40% საპონინებით, 300 მგ)

მიღების წესი Met-rx tribulus 750 mg

მიიღეთ 2–4 კაფსულა დღეში წყლის დიდი რაოდენობის დაყოლებით.

თქვენი კალათა