Met-rx creatine 4200 240 capsules

45.00

კატეგორია: ბრენდი: მწარმოებელი ქვეყანა:

Additional information

capsules

240, 120

 

CREATINE 4200 ОТ MET-RX

ძალის მომატება

კრეატინი-ბოდიბილდინგში მაღალინტენსიური ვარჯიშების შესრულების დროს მომუშავე კუნთებში ატფ – ის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად მატულობს – ასობით მეტჯერ დაუტვირთავ მდგომარეობასთან შედარებით. ატფ – ისა და ფოსფოკრეატინის გალეული მარაგები მუდმივად უნდა შეივსებოდეს სიხშირისა და ინტენსიურობის პიკურ მაჩვენებელზე კუნთური შეკუმშვების უწყვეტობისათვის. კრეატინის მონოჰიდრატის მიღების მეშვეობით ფოსფოკრეატინის რაოდენობის გაზრდა შესაძლებელს ხდის ატფ – ის მომატებას და შესაბამისად, იზრდება კუნთების სიძლიერე.

კუნთური მასის მომატება

სისტემატური ვარჯიშებისა და სწორი კვების შედეგად იშვიათობას არ წარმოადგენს 1 თვის მიღების განმავლობაში სხეულის მშრალი მასის 2 – 5 კგ. მატება. ბოლო დროის ცდებმა დაამტკიცა, რომ კრეატინის მონოჰიდრატი მიღებიდან უკვე ერთი კვირის თავზე წოლჭიმში განმეორებითი მაქსიმუმის 10 კგ. გაზრდისა და სპრინტერული შესაძლებლობების მომატების საშუალებას იძლევა. სიძლიერის მომატება კუნთებზე ზრდის მაქსიმალურად მასტიმულირებელი ზემოქმედების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კრეატინის მიღება მსგავს შედეგს ყოველთვის არ იძლევა. იგი შეიძლება გაცილებით მსუბუქად გამოვლინდეს ორგანიზმის კრეატინისადმი სუსტი მგრძნობელობის შედეგად და შეიძლება ძალისმიერი შესაძლებლობების მატების გარეშე მხოლოდ გამძლეობის გარკვეულ ზრდაში გამოვლინდეს.

რელიეფურობა

ყველაფერთან ერთად კრეატინი მუსკულატურის რელიეფურობას აუმჯობესებს. კუნთურ უჯრედებში აბსორბირების პროცესთან ერთად კრეატინის მონოჰიდრტი უერთდება წყალს. კრეატინის უმეტესი ნაწილის მარაგად გარდაქმნასთან ერთად წყლის მეტი რაოდენობა მოიზიდება კუნთურ უჯრედებში. ამით აიხსნება კრეატინის ჰიდრატიული ზემოქმედება კუნთურ უჯრედზე, რომელიც 75% წყლისგან შედგება. ბოდიბილდერებმა შენიშნეს: კარგად დატენიანებული კუნთი გარეგნულად უფრო მოცულობითად, უფრო მომრგვალებულად და ნავარჯიშებად მოჩანს.

მეცნიერული კვლევები გვიჩვენებს, რომ ზეჰიდრატირების (დატენიანების) შედეგად მოცულობაში გაზრდილი კუნთური უჯრედები, პროტეინის სინთეზიც იზრდება, ხოლო მისი დაშლის პროცესი მინიმუმამდე დადის (ამას, ასევე, შეუძლია გლიკოგენის სინთეზის გაზრდაც). ეს კონცეფცია პირველად იქნა გამომუშავებული გამოკვლეული EAS Anthony Almada და Ed Byrd – ის მკვლევარების მიერ და დღევანდელ დროს სპორტული კვების ინდუსტრიაში მიღებულია ყველგან.  

ანაბოლური ჰორმონების სეკრეციის მომატება

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სავარჯიშო დატვირთვების შედეგად კრეატინს შეუძლია ენდოგენური ანაბოლური ჰორმონების სეკრეციის მომატება. ეს ჰორმონები წარმოდგენილია სომატოტროპინითა და ტესტოსტერონით. ამასთან, სომატოტროპინის დონე კრეატინის მიღებიდან 2 საათში მატულობს. ასეთი შეყოვნება მეტყველებს იმაზე, რომ სომატოტროპული ჰორმონის წარმოება დამოკიდებულია არა თავად კრეატინზე, არამედ არაპირდაპირი ხასიათისაა და წარმოიქმნება უჯრედული რეაგირების შედეგად.

ასევე დადგენილ იქნა, რომ დანამატი აძლიერებს ხრდის ინსულინისმაგვარი ფაქტორის სეკრეციას 15 % – ით პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. შესამჩნევად ხდება მიოსტატინის წარმოქმნის შეფერხება.

რძის მჟავას ბუფერი

არის იმის მტკიცებულებები, რომ კრეატინი, ასევე, მოქმედებს, როგორც რძის მჟავას ბუფერი. ანაერობულ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის დროს კუნთი გამოყოფს რძის მჟავას, რომელიც კუნთის თავისი მაქსიმუმი შესაძლებლობის მუშაობის დროს ნაწილობრივ წვის შეგრძნების გამომწვევია. ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის ექიმი Michael Prevost – ის ბოლო დროინდელი გამოკვლევების შედეგები (ადასტურებენ შვეციაში ექიმ Hultman – ის მიერ ჩატარებული წინა გამოკვლევების შედეგებს) გვიჩვენებს, რომ კრეატინს შეუძლია რძის მჟავას გამოყოფისა და მოქმედების შეკავება და არახანგრძლივი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ აღდგენის პროცესის გაუმჯობესება (მაგალითად ძალისმიერი ვარჯიში).

კრეატინის სხვა დადებითი ზემოქმედება:

  • კვების კრეატინით გამდიდრება დადებით გავლენას ახდენს პლაზმაში ქოლესტერინის საერთო დონის შემცირებაზე, ასევე, სამგლიცერიდებისა და ძალიან დაბალი სიმჭიდროვის ლიპოპროტეინების რაოდენობის შემცირებაზეც (გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაცვა)
  • კრეატინს შეუძლია გამოავლინოს ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედება მწვავე ანთებითი პროცესის, ლოკალური გაღიზიანებისა და ანთების ქრონიკული მდგომარეობის დროს (მაგალითად არტრიტის დროს)
  •  იშემიისა და ჰიპოქსიური პირობების დროს კრეატინის/ფოსფოკრეატინის სისტემა დამცავ ეფექტს ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ჟანგბადის უკმარისობის დროს)
  • საკვების კრეატინით გაჯერება გამოიყენება კუნთების ატროფიის გამომწვევი, კრეატინის ამოწურვისა და ნეიროკუნთური აშლილობების დაავადებების დროს
  • მიმდინარეობს კრეატინის შესაძლო დადებითი ზეგავლენის გამოკვლევები ძუძუმწოვრებში ზოგიერთი სახის სიმსივნის დაავადების ზრდის აღმოფხვრის თაობაზე. ზოგიერთი გამოკვლევა იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ კრეატინი, შესაძლოა, გარკვეული სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობდეს
  • კრეატინით საკვების გამდიდრება ვეგეტარიელების ათლეტური შესაძლებლობების ზრდაზე აისახება
  • ქრონიკული გულის უკმარისობის დროს კრეატინის კარდიალური დონე კლებულობს; კრეატინით საკვების გამდიდრება ამ სიმპტომების პაციენტებში ჩონჩხის მუსკულატურაში ენერგიით მდიდარი ფოსფოკრეატინის რაოდენობას ზრდის, რაც შესაბამისად ზრდის ამტანიანობასა და ძალისმიერ შრომისუნარიანობას. გულის სარქველის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია გადატანილ 50 პაციენტს კრეატინის საკვებში დამატებამ არითმიის მოვლნები შეუმცირა 75 % – ით.

მიღების წესი:

არ გადაამეტოთ 5 გ. კრეატინის დოზირებას დღეში. 10 –15 დღის მიღების შემდეგ ამ დოზით კუნთები სრულიად შეივსება კრეატინით, ამასთან, დანაკარგი მინიმალური იქნება. შემდგომ საჭირო იქნება მხარდამჭერი დოზირების მიღება ყოველდღიურად ან მხოლოდ ვარჯიშის დღეებში 2–3 გ. ოდენობით (ჩაის კოვზის ნახევარი).

პროდუქტი არ წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატს.

არარეკომენდებულია 18 წლამდელებისათვის.

ნებისმიერი პროდუქტის მიღების წინ აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.