Met-rx bcaa 2200 180 softgels

$55.00

Met-rx bcaa 2200 180 softgels
BCAA 2200 – E და B6 ვიტამინებით გამდიდრებული BCAA განშტოებული გვერდითი ჯაჭვების მქონე ამინომჟავების საფუძველზე შექმნილი საკვები დანამატია, რომელიც მაღალი ენერგეტიკული დონის მუდმივად შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა, კუნთოვანი ქსოვილის დარღვევისაგან დაზღვევას, სუფთა კუნთოვანი მასის ზრდას, ძალისმიერი მაჩვენებლების მატებასა და ორგანიზმის ხარისხიან აღდგენას უწყობს ხელს.

BCAA 2200 – ეს არის კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის სამი ჩაუნაცვლებელი ამინომჟავა: იზოლეიცინი, ლეიცინი და ვალინი. აღნიშნული ამინომჟავები ორგანიზმში ახალი კუნთების მშენებლობისათვის მთვარ მასალას შეადგენს. ორგანიზმში მათი მატაბოლიზმი კუნთებში ხორციელდება, რაც თავის მხრივ სპორტული მაჩვენებლების ზრდას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ამას გარდა, BCAA ამინომჟავები ჩვენს კუნთებში ჩაუნაცვლებელი ამინომჟავების 35% შეადგენს, მონაწილეობს აღდგენით და ანაბოლიზმის პროცესებში და ანიკატაბოლური თვისებების მატარებელია.

BCAA -ს მნიშვნელობა ორგანიზმისათვის:

კუნთოვანი ცილების სიმთეზისათვის აუცილებელი საწყისი პროდუქტია;
ენერგიის გამოსამუშავებელი საწყისი პროდუქტია;
კუნთური უჯრედების რღვევის პროცესს ახშობს;
კუნთოვანი პროტეინის გამომუშავებისა და სინთეზის სტიმულატორია;
სხვა ამინომჟავების სინთეზის ხელშემწყობია;
ინსულინის გამომუშავების სტიმულატორია (ანაბოლური ჰორმონის);
ცხიმოვან ქსოვილებში ლეპტინის დონის ზრდის მეშვეობით ჭარბი ცხიმების მწველია;
მაქსიმალური ეფექტის უზრუნველსაყოფად BCAA 2200 – ის შემადგენლობაში შეჰყავთ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინები E და B6.

ვიტამინი E განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვების დროს წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენის შემცირებას და დაზიანებული ქსოვილების სწრაფ აღდგენას უწყობს ხელს.

ვიტამინი B6 კუნთური ბოჭკოების ზრდაში ღებულობს მონაწილეობას, გავლენას ახდენს ნახშირწყლების უტილიზებასა და ცილების სინთეზზე. ამას გარდა ორგანიზმში ინსულინის, სხვადასხვა მედიატორისა და ფერმენტების გამომუშავებას უწყობს ხელს. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ბოდიბილდინგით ვარჯიშის დროს ორგანიზმი ვიტამინი B6 – ის დიდ რაოდენობას მოითხოვს, ვინაიდან იგი საგრძნობლად ზრდის გამძლეობასა და მწარმოებლურობას და ცხიმების მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მკვებავ ნივთიერებათა შემცველობა ერთ ულუფაში ( 4 კაფსულა):

ვიტამინი E – 8 ME ( 27% *);
ვიტამინი B6 – 16 მგ ( 800%*);
L-ლეიცინი – 1200 მგ;
L-იზოლეიცინი – 500 მგ;
L-ვალინი – 500 მგ;
* – დღეღამური ნორმის % შემცველობა;

დამატებითი ინგრედიენტები: სოიოს ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, სოიოს ლეციტინი, ტიტანის ორჟანგი;

შეფუთვა: 180 კაფსულა (45 ულუფა)

მიღების წესი: მიიღეთ 4 კაფსულა ვარჯიშის დაწყებამდე. მიღების წინ გაიარეთ თქვენი მწვრთნელის ან კვალიფიცირებული ექიმის კონსულტაცია.

რეკომენდებლი ულუფის გადაჭარბება აკრძალულია.

აკრძალულია ორსული და მკვებავი ქალბატონებისათვის.

მოარიდეთ ბავშვებს.

Out of stock

Category:

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “Met-rx bcaa 2200 180 softgels”

Your email address will not be published. Required fields are marked *