Dymatize Nutrition bcaa complex 5050 300 g, 59 servings

80.00

Out of stock

კატეგორია:

Dymatize Nutrition bcaa complex 5050 300 g, 59 servings
BCAA ამინომჟავები ცილის სინთეზის განუყოფელი მონაწილეა და ამგვარად მკვეთრად გამოხატულ აღმდგენ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის კუნთოვან ქსოვილებზე. როგორც ცნობილია, სწრაფი და ეფექტური აღდგენა კი – ეს კუნთოვანი მასის პროდუქტიული ზრდის აუცილებელი კრიტერიუმია. ამას გარდა, BCAA ანტიკატაბოლური თვისების მატარებელია, რაც კუნთოვანი ქსოვილების დაშლის მძლავრი შემაფერხებელია. არც იმ ფაქტის უგულებელყოფა შეიძლება ყურადღების არედან, რომ BCAA – ეს ჩაუნაცვლებელი ამინომჟავებია, რაც გულისხმობს ორგანიზმის მიერ დამოუკიდებლად აღნიშნული ამინომჟავების გამომუშავების აბსოლუტურ უუნარობას. შედეგად BCAA – ს მიღება მხოლოდ საკვებისა და სპეციალურად შერჩეული ამინომჟავური დანამატების მეშვეობით ხდება, რომლის მაგალითად შეიძლება გამოდგეს კომპანია Dymatize Nutrition – ის მიერ წარმოებული BCAA Complex 5050.

BCAA Complex 5050 – ის თითოეულ ულუფაში ამინომჟავა წარმოდგენილია მრავალრიცხობრივი მეცნიერული კვლევების შედეგად და გამოყენების პრაქტიკით შემოწმებული ფორმულის სახით 2:1:1. კომპანია Dymatize Nutrition – ის დანამატში ლეიცინის შემცველობის ორმაგი უპირატესობა სხვა დარჩენილ ორ კომპონენტთან შედარებით შემთვევითობა როდია. იზოლეიცინისა და ვალინთან შედარებით ლეიცინი დომინირებადი ელემენტია და გაცილებით მძლავრ ანაბოლურ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. მისი ასეთი ჭარბი შემცველობა BCAA Complex 5050 – ში საკმარისია პროდუქტის სხვა კომპონენტებთან კონკურენციის აღმოსაფხვრელად, მაგრამ არც ისე მაღალია, რომ ისინი საერთოდ გამორიცხულ იქნას მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობისაგან.

ათლეტების გამოხმაურებები გვიჩვენებს კატაბოლური პროცესების აბსოლუტურ არარსებობას თუნდაც მკაცრი დიეტის დაცვის შემთხვევაში ყველაზე ინტენსიური, ცხიმისმწველი ვარჯიშების პირობებში, თუკი მისი ჩატარების წინ გამოიყენება BCAA Complex 5050 – ის ერთი ულუფა!

კომპანია Dymatize Nutrition – ის არა მხოლოდ ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებასა და გაზრდას, არამედ ცხიმოვანი ფსოვილების დაგროვების მძლავრი ხელისშემშლელი ფაქტორია. ამის მიღწევა ხდება ორგანიზმში ამინომჟავა ლეიცინსა და ჰორმონი ლეპტინის გამომუშავებასთან არსებული ურთიერთ კავშირის წყალობით. რაც უფრო მეტია ლეიცინის კონცენტრაცია, მით უფრო აქტიური ხდება ლეპტინის სეკრეცია და შესაბამისად, ძნელდება მოხმარებული ცხიმის ორგანიზმში დაგროვება.

თუ გსურთ ორგანიზმში ანაბოლური პროცესების მაქსიმალურ დონეზე აყვანა, მაშინ თქვენს წინაშე აუცილებლად დგება კომპანია Dymatize Nutrition – ის წარმოებული BCAA Complex 5050 – ის შეძენის საკითხი.

ერთი ულუფის შემადგენლობა 5,2 გ (1 ჩაის კოვზი):

ლეიცინი – 2526 მგ;
იზოლეიცინი – 1262 მგ;
ვალინი – 1262 მგ.

მიღების წესი: გახსენით ერთი ულუფა ჭიქა წყალში ან ერთ ულუფა პროტეინის კოქტეილში/გეინერში. მცირე რაოდენობის დანალექის არსებობა აბსოლუტურად ბუნებრივია ВСАА ამინომჟავების წყალში არასრული გახსნის მიზეზით. ულუფის მიღება საჭიროა უშუალოდ ვარჯიშის წინ, მისი დამთავრებისა და საკვების მთავარი მიღებების დამთავრებისთანავე.