Dymatize Acetil L-carnitine 90 capsules

$45.00

Dymatize Acetyl L-Carnitine:

აცეტილ L-კარნიტინი კუნთოვანი მასის ზრდის, ცხიმების წვის, ენერგიის მომატებისა და კუნთოვანი დაღლილობის წინააღმდეგობის გაძლიერების ხელისშემწყობ ამინომჟავას წარმოადგენს. ეს პრეპარატი შიმშილის გრძნობისა და სისუსტის შემამცირებელი თვისებების გამო, ასევე ბრწყინვალე დიეტური საშუალებაცაა. ცხიმისმწველი L-კარნიტინი წონის დაკლების სტიმულირების საქმეში მნიშვნელოვან მეტაბოლურ როლს თამაშობს, ვინაიდან იგი მიტოქონდრიებში ცხიმების ტრანსპორტირებას უწყობს ხელს, სადაც ხდება მათი წვის პროცესი ენერგიის გამოყოფის მიზნით.

გამძლეობისა და შრომისუნარიანობის მომატება.

კლინიკური გამოკვლევების თანახმად Acetyl L-Carnitine ათლეტური გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს. ენერგიის გამოსაყოფად დიდი რაოდენობის ცხიმის წვის წყალობით ორგანიზმი კუნთოვანი გლიკოგენის მოხმარებას ამცირებს. ეს პროცესი, კუნთებში რძის მჟავის დაგროვების შემცირებასთან ერთად, კუნთების დაღლამდე ორგანიზმის შრომისუნარიანობის მატების საშუალებას იძლევა.

გულ – სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი ზემოქმედება.    

გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევების შედეგების ბევრი რაოდენობა არსებობს, რომელიც გულ – სისხლძარღვთა სისტემაზე Acetyl L-Carnitine – ის დადებით ზეგავლენას ადასტურებს, რაც გულისთვის გადაცემული ენერგიის დონის მატებასა და გულ – სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის საერთო გაუმჯობესებაში აისახება. აცეტილ L-კარნიტინი ენერგიის გამოსამუშავებლად და ცხიმმჟავების, ქოლესტერინის, სტეროიდული ჰორმონებისა და ამინომჟავების სინთეზისათვის ცხიმმჟავებისა და ნახშირწყლების დაჟანგვის პროცესს უწყობს ხელს. ამას გარდა, Acetyl L-Carnitine დადებითად მოქმედებს სტრესზეც.

მკვებავ ნივთიერებათა რაოდენობა ერთ ულუფაში (1 კაფსულა):

  • ტიამინი (B1) – 25 მგ (1625%);
  • აცეტილ L-კარნიტინი – 500 მგ;
  • მეთიონინი – 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი, ცელულოზა, სილიციუმის ორჟანგი;

მიღების წესი:

მიიღეთ დღეში 1 – 2 კაფსულა, სასურველია ჭამის დროს.

აღნიშნული პროდუქტი არ შეიცავს სიმინდს, საფუარს, ხორბალს, სოიოს, რძის პროდუქტებს, ხელოვნურ საგემოვნო დანამატებს, ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს.

Acetyl L-Carnitine  მხოლოდ ზრდასრულებისათვის განკუთვნილ საკვებ დანამატს წარმოადგენს!

Out of stock

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “Dymatize Acetil L-carnitine 90 capsules”

Your email address will not be published. Required fields are marked *