Cellucor – C4 30/60 servings

95.00125.00

Sizes and Flavors

60

125.00

outofstock
Add to cart
30

95.00

outofstock
Add to cart
SKU: N/A კატეგორია:

Additional information

აირჩიე ზომა

30, 60

CELLUCOR C4 EXTREME

როგორც ცნობილია, ბევრი ჩვენთაგანი ვერ ვარჯიშობს შესაძლებლობების მთელი პოტენციალით თვითდაჯერებისა და ძალის არასაკმარისი არსებობის, კონცენტრაციისა და სამსახურის შემდგომი დაღლილობის გამო. გამოუტყდით საკუთარ თავს, ხომ ხშირად ამბობთ გულში დღეს გადავდებ და ხვალ წავალ სავარჯიშოდ და ორმაგად დავიხარჯები. მაგრამ ხვალ იგივე მეორდება, და ეს მანამ, სანამ არ მიიღებთ წინასავარჯიშო С4 Extremе ნარევს, და არ გაიგებთ, თუ რა არის ნამდვილად ინტენსიური და ექსტრემალური ვარჯიშები.

С4 Extreme – ეს არის კომპანია Cellucor – ისგან უმძლავრესი წინასავარჯიშო ნარევი, რომელსაც ძალუძს მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი შრომისუნარიანობა, სიძლიერე, გამძლეობა, და გადააქციოს თქვენი ვარჯიში ინტენსიურად და შედეგიანად. წინასავარჯიშო ნარევის – С4 Extreme – ის შემადგენლობა წარმოდგენილია უამრავი კომპონენტითა და ინგრედიენტით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს ენერგიის დონეს, ძალისმიერ მაჩვენებლებს, ქმნის „პამპინგის“ ხანგრძლივ ეფექტს. დანამატის თითოეულ ულუფაში შედის 1,5გ. ბეტა–ალანინი, 1გ. კრეატინის ნიტრატი, 1გ. არგინინის AKG, ასევე 0,6გ. უნიკალური ენერგეტიკული ნარევი. აღსანიშნავია ნარევის ბრწყინვალე და მაცოცხლებელი გემო, რომელიც ხილის მშვენიერ არომატს ტოვებს პირში.

დანამატის ძირითადი კომპონენტები:

Mucuna Pruriens

Mucuna pruriens – არის ხავერდოვანი ლობიოს ექსტრაქტი, რომელიც ხელს უწყობს ტვინის მოქმედების რეგულირებასა და გაუმჯობესებას. ამას გარდა იგი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემადგენლობას, ზრდის ენერგიის დონეს, კონცენტრაციასა და სექსუალურ სიძლიერეს.

Synephrine HCL

სინეფრინის ჰიდროქლორიდი — ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი ფორთოხლის ექსტრაქტის მთავარი ნივთიერებაა. მისი მთავარი ფუნქცია – ეს ორგანიზმში სიცივის შეგრძნების გამოწვევა, რისი წყალობით წარმოიქმნება მეტი რაოდენობის სითბო, რაც თავის მხრივ ცხიმის წვასა და ენერგიის ზრდას იწვევს. ასევე, სინერფინი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას, კუნთური შრომისუნარიანობის ზრდას, მადის შენელებას.

Creatine Nitrate

დანამატის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც აძლიერებს ATF სინთეზს და ანაბოლიზმის პროცესს. გარდა ამისა, კრეატინის ნიტრატი აჩქარებს სისხლით მომარაგებას და „პამპინგის“ ეფექტის გახანგრძლივებას.

ბეტა–ალანინი

მონაწილეობს კარნოზინის წარმოქმნაში, რომელიც ზრდის ენერგიის დონეს, აძლიერებს ანაერობულ და აერობულ გამძლეობას. აღსანიშნავია, რომ ბეტა–ალანინი ხსნის დაღლილობას რძის მჟავას წარმოქმნის შენელების წყალობით.

არგინინი AKG

ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონისა და ინსულინის წარმოქმნას, ასევე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას „პამპინგის“ პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად, რომელიც გამოწვეულია ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების კუნთებში დაჩქარებული მიწოდებით.

კოფეინი

კოფეინი ნერვული სისტემის მუშაობისა და ენერგიის წარმოქმნის უმძლავრესი სტიმულატორია, რისი წყალობითაც თქვენ ვერ გრძნობთ დაღლილობას, და ამასთანავე იზრდება ფოკუსირება და კონცენტრაცია.

ვიტამინი С

ვიტამინი С –ს წყალობით მიიღწევა დანამატის მაქსიმალური დროით ზემოქმედება.

Xanthinol Nicotinate

ნიაცინის ერთერთი ფორმაა, რომელიც ზრდის ენერგიასა და მოკლევადიან ენერგეტიკულ აფეთქებას, მეხსიერების დონეს. Xanthinol Nicotinate ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესებს, აფართოებს სისხლძარღვებს, რისი წყალობით მოქმედეს როგორც ვიზოდილატატორი.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა პირველყოვლისა გამოიყენება ახალი უჯრედების შექმნისა და მათი ჟანსაღ მდგომარეობაში ყოფნის გასახანგრძლივებლად, ამიტომაც მისი დიდი რაოდენობით ორგანიზმში შეყვანა ზრდის ანაბოლიზმის პროცესებს. ფოლიუმის მჟამის უკმარისობის დროს ზარალდება ძვლის ტვინი, რომელიც უჯრედების აქტიური გაყოფის პროცესის პასუხისმგებელია, და ეს კი მეტად ცუდად აისახება კუნთების ზრდაზე.

Rauwoliscine

ალფა იოხიმბინი – ენერგიის დონის გამაძლიერებელი და ცხიმოვანი მასის წვის დამაჩქარებელია. უბრალო იოხიმბინისაგან განსხვავებით, ალფა იოხიმბინი არ ავლენს გვერდით ზემოქმედებას, ისეთს, როგორიცაა გულის რითმისა და არტერიული წნვის ზრდა, შიშის შეგრძნება.

ვიტამინი B12

ნივთიერებათა ცვლის ხელშემწყობი და დამაჩქარებელი, მონაწილეობას ღებულობს ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნაში. ამას გარდა, ის აძლიერებს ნერვულ სისტემას.

შემადგენლობა:

საკვებ ნივთიერებათა რაოდენობა ერთ ულუფაზე (1 საზომი კოვზი = 5,9 გ)

ულუფათა რაოდენობა: 30-60;

კალორიები 5 კკალ;

ნახშირწყლები 1 გ <1%;

ვიტამინი С – 250 მგ 417%;

ნიაცინი (ნიაცინამიდი В) 30 მგ 150%;

ფოლიუმის მჟავა–  250 მკგ 62%;

ვიტამინი В12 – 35 მკგ 588%;

ბეტა ალანინი – 1500 მგ

კრეატინის ნიტრატი – 1000 მგ

არგინინი AKG – 1000 მგ

ენერგეტიკული ნარევი – 741 მგ: ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა), N-აცეტილ-L-ტიროზინი, კოფეინი უწყლო (135 მგ), მუკუნა მწარე, ნიაცინამიდი (В3), სინეფრინის ჰიდროქლორიდი, ფოლიუმის მჟავა, ფოსფატის პირიდოქსინი (В6), ვიტამინი В12 (მეთილკობალამინი)

სხვა ინგრედიენტები: ბუნებრივი და ხელოვნური არომატიზატორები, ლიმონის მჟავა, კრემნიუმის ორჟანგი, ვაშლის მჟავა, სუკრალოზა, კალიუმის აცესულფამი

 

მწარმოებლის რეკომენდაცია:

მიიღეთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. დაიწყეთ მიღება ერთი საზომი კოვზით წყალში გახსნილით, შემდგომ შეგიძლიათ გაზარდოთ ულუფა ორ საზომ კოვზამდე. არ გადაამეტოთ ამ დოზირებას.