Loading...

Bsn Syntha 6 2,27 kg 48 servings

175.00 

გასუფთავება
არტიკული: არ არის კატეგორია: Brand:

აღწერა

რპოტეინი Syntha 6 თავისი მაღალი ეფექტურობისა და საოცარი გემოს წყალობით მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული პროტეინული თხევადი კონცენტრატია.

ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება ამ პროტეინისა მდგომარეობს 6 კომპონენტის – აქტიური მაღალი ხარისხის პროტეინის დროში გაწელილ ( 8 სთ!) გამონთავისუფლების პროცესში. მთავარ შემადგენელ ელემენტებთან ერთად BSN Syntha 6 შეიცავს ცილების ათვისების ხელის შემწყობ ფერმენტებს, უჯრედისს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს და სხვა სრულფასოვანი კვებისათვის აუცილებელ მინერალებს. და ყოველივე ამას გარდა BSN Syntha 6 მდიდარია გლუტამინის პეპტიდებითა და ამინომჟავებით BCAA. BSN Syntha 6 – ის ფორმულა დღე ღამის ნებისმიერი მონაკვეთში მიიღება.

პროტეინების ნარევი კონცენტრატი BSN Syntha 6 შედგება საკვები ნივთიერებების სწრაფად, საშუალო და დაბალი სიჩქარით გამონთავისუფლების უნარის მქონე პროტეინებით, რაც უწყვეტად 8 (!) საათის განმავლობაში კვებავს ამინომჟავებით კუნთებს.

პროტეინული მატრიცა შესდგება ულტრა გაფილტრული პროტეინის შრატის კონცენტრატისაგან, მიკრო გაფილტრული შრატის იზოლატისაგან, კვერცხის ცილისაგან, კალციუმის კაზეინიტისაგან და რძის პროტეინის კონცენტრატისაგან.

BSN Syntha 6 შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობის ნახშირწყლებსა და ლაქტოზას, რაც საუკეთესო საშუალებად ხდის მას მათთვის, ვინც მიისწრაფვის პროტეინული სინთეზიდან მაქსიმალური სარგებელის მიღებისაკენ, და ამავე დროს განერიდოს ჭარბი კოლორიების მიღებას ცხიმებისა და ნახშირწყლებისაგან.

მკვებავი ნივთიერებების რაოდენობა ერთ ულუფა პროტეინში BSN Syntha 6 (ერთი ზომური კოვზი = 44 გრ.):

  • კალორიები – 200 კკალ. მათ შორის ცხიმებიდან – 60 კკალ.
  • ცხიმები – 6 გრ.
  • ქოლესტერინი – 55 მგრ.
  • ნახშირწყლები – 15 გრ.
  • პროტეინი – 22 გრ.
  • კალციუმი – 90 მგრ.
  • ფოსფორი – 90 მგრ.
  • ნატრიუმი – 220 მგრ.
  • კალიუმი – 170 მგრ.

ინგრედიენტები:

პრემიუმ ხარისხის პროტეინული მატრიცა მკვებავი ნივთიერებების ძალიან ნელი გამონთავისუფლების, ანუ ხანგრძლივი მოქმედების ეფექტით (ულტრა გაფილტრული პროტეინის შრატის კონცენტრატი ალფა ლაქტალბუმინის მაღალი შემცველობით, მიკრო გაფილტრული შრატის იზოლატი პეპტიდური ფრაქციების დიდი შემცველობით, კალციუმის კაზეინატი, მიცელარული ალფა და ბეტა კაზეინები და კაზეინატები, რძის პროტეინის იზოლატი, კვერცხის ცილა, გლუტამინის პეპტიდები, richmix sunflower powder (მზესუმზირას ზეთი, სიმინდის სიროფის ფხვიერი ნივთიერება, ნატრიუმის კაზეინატი, მონო და დიგლიცერიდები, ფოსფატის დიკალიუმი), Litesse® II პოლიდექსტროზა, ნატურალური და ხელოვნური არომატიზატორები, nutrisperse MCT ფხვნილი (ტრიგლიცერიდები, მშრალი რძე, კალიუმის აცესულფამი, კრემნიუმის ნახშირორჟანგი), Ticalose® ცელულოზის კამედი, სუკრალოზა, ლეციტინი, Aminogen®, პაპაინი.

მიღების წესი:

ერთი საზომი კოვზი (44 გრ.) გაზსენით 250 –300 გრ. ცივ წყალში ან თქვენს საყვარელ სასმელში. მიიღეთ 2 –4 ჯერ დღეში, პროტეინებში თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად.

<პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს.
<გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
<18 წლამდე პირთათვის არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება.
<არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
<შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
<მოარიდეთ ბავშვებს.

< გისურვებთ წარმატებებს.

დამატებითი ინფორმაცია

გემო

შოკოლადი

თქვენი კალათა