Body Attack creatine protein 2 kg 40 servings

140.00

კატეგორია:

 

Body Attack creatine protein 2 kg 40 servings

Body Attack creatine protein იდეალურ წინასავარჯიშო და ვარჯიშის შემდეგდროინდელ საშუალებას წარმოადგენს სპორტსმენებისათვის, რომლებიც დამქანცველი ვარჯიშებით ცდილობენ კუნთური მასისა და ძალისმიერი მაჩვენებლების მომატებას. ფორმულა – ყველაფერი ერთში იძლევა ამის შესანიშნავ შესაძლებლობას.

წინასავარჯიშოდ გამოყენების შემთხვევაში ,ვარჯიშამდე 30–60 წუთით ადრე მირებული creatine protein აუმჯობესებს თქვენს ფიზიკურ შრომისუნარიანობას ხანმოკლე და ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიშების პროცესში

როგორც ვარჯიშის შემდეგდროინდელი ცილებისა და ვიტამინი B – ს შემცველი საშუალება გარანტიას იძლევა, რომ ორგანიზმის ცილებისა და ენერგიის მეტაბოლიზმის პროცესები ნორმის ფარჰლებში განხორციელდება დამქანცველი ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიშების შემდეგ, ამასთან უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა კუნთური მასის მატებას.
Body Attack creatine protein – ში შემავალი ცილებისა და კრეატინის ინგრედიენტები იძლევა კუნთების ზრდისა და მოძლიერების ბრწყინვალე ეფექტს, როგორც მთავარი მკვებავი ნივთიერებები მძლავრი კუნთური სისტემის შექმნის საქმეში.

პროდუქტის მთავარი მახასიათებლები:

  • იდეალურია პროფესიონალი სპორტსმენებისათვის
  • მრავალკომპონენტიანი პროტეინის შემცველობა კუნთური მასისათვის
  • შეიცავს კრეატინის მონოჰიდრატს (Creapure ® )
  • შეიცავს ძვირფას ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს
  • შესანიშნავი გემო
  • ფორმულა – ყველაფერი ერთში

1. კრეატინი – მეტი ენერგია კუნთებისათვის.

თითოეული ულუფა Body Attack creatine protein  შეიცავს 3 მგ კრეატინის მონოჰიფრატს (Creapure®) , რომელიც სწორედ ხანმოკლე და სწრაფი ძალისმიერი ვარჯიშების დროს მატებს კუნთებს განსაკუთრებულ შრომისუნარიანობას. ამგვარი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია, სულ მცირე, 3 მგ კრეატინის მიღება ყოველდღიურად. სწორედ ინტენსიური ვარჯიშების, კუნთური მასის აშენების დროს, მათი გამოფიტვისა და რღვევის თავიდან აცილებისა და მაქსიმალური შედეგის მიღების მიზნით აუცილებელია ენერგიით გამდიდრებული მრავალკომპონენტიანი სუბტრაქტის მიღება.

2. კუნთური მასის მოსამატებლად ცილების მეტად ღირებული წყარო.

კუნთები მარაგდება 35 გ. – ზე მეტი სუფთა ცილებით, რაც აადვილებს ცილებით ორგანიზმის მომარაგების ამოცანის გადაჭრას – 2 გ. 1 კგ. კუნთურ მასაზე პროპორციით. Body Attack creatine protein წარმოადგენს შრატული პროტეინის, შრატული ჰიდროლიზატის (Optipep®), ასევე რძისა და კვერცხი ცილის კოორდინირებულ შეხამებას. ცილის ყველა ეს წყარო მაღალი ბიოლოგიური ფასეულობით გამოირჩევა, რასაც მიყავხართ კუნთური მასის და მათი ძალისმიერი მაჩვენებლების მატებისაკენ. კუნთები, ზოგადად, მეტად მგრძნობიარეა ცილებისა და კრეატინის მიმართ ვარჯიშის დაწყებამდე და მათ შემდეგ.

Optipep® – წარმოადგენს შრატული პროტეინის ჰიდროლიზატის ინოვაციურ სპექტრს სპორტული საკვების ინდუსტრიაში, რომელიც სწრაფად აითვისება და ცილების განსაკუთრებული მარაგების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. იგი გაჯერებულია მძლავრი ამინომჟავური კომპლექსით, ხოლო ლაქტოზის რაოდენობა მასში მინიმალურია. Body Attack creatine protein – 100 % ბუნებრივი შრატული პროტეინია!

მკვებავ ნივთიერებათა შემცველობა:

  • 1500 მგ ტაურინი;
  • 500 მგ Avena Sativa;
  • 1.500 მგ L-გლუტამინი;
  • 1.000 მგ L-არგინინი;
  • 1.040 მგ L-ალფა–კეტო–ორნიტინი;
  • ვიტამინებისა და მინერალური მარილების კომპლექსი

 

ვის ესაჭიროება Body Attack creatine protein?

  • შეჯიბრებების წინ ნახშირწყლების შემცირებითა და ამავდროულად კუნთების ინტენსიურად ცილებითა და კრეატინით მომარაგებაში დაინტერესებულ პროფესიონალ სპორტსმენებს;
  • ძალისმიერ სპორტსმენებისა და ძალოსნებს მაღალი შედეგების მისაღწევად, როგორც ვარჯიშებზე, ასევე შეჯიბრებებზე.
  • ორთაბრძოლებში მოასპარეზე სპორტსმენებს, რომელთაც სურთ გაზარდონ „ფეთქებადი“ და დარტყმითი ძალის პოტენციალი.
  • ცილებისა და ხორცის დაბალი შემცველობის დიეტაზე მყოფი სპორტსმენები, რომელთაც შეუძლიათ კუნთების ზრდისა და ძალისმიერი მაჩვენებლების, გამძლეობის გაზრდა

3. ფორმულა – ყველაფერი ერთში – ცილოვანი და ენერგეტიკული ცვლისათვის.

ეს ფორმულა იძლევა კუნთების მშენებლობისა და მათი ძალისმიერი მაჩვენებლების შესამჩნევი მატების შესაძლებლობას. ის, რაც ცალ–ცალკე ვერ ძალუძს ცილასა და კრეატინს, ადვილად შეუძლია ფორმულას, ორივე კომპონენტთან ერთად ვიტამინების B1, B2 და B6, C და E, მაგნიუმისა და კალციუმის შემცველს. ეს ფორმულა ორგანიზმის ენერგეტიკული და ცილოვანი მეტაბოლიზმის პროცესების, კუნთების გაზრდასა და გაძლიერებაზე ორიენტირებას უზრუნველყოფს

4. რომელ პროდუქტებთან ერთად შეიძლება Body Attack creatine protein – ის მიღება მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.

  1. Body Attack BCAA 9700, რომელიც ზრდის BCAA მარაგებს დამქანცველი ვარჯიშების დროს.
  2. Body Attack TESTO SHOCK 2.0 რომელიც უზრუნველყოფს ტესტოსტერონის ნორმალურ რაოდენობას გაძლიერებული ვარჯიშების პროცესში.
  3. Body Attack LIPO 100 HARDCORE რომელიც მიიღება სპორტსმენების მიერ ძალიან ინტყენსიური ვარჯიშების წინ მეტი გამძლეობის შესაძენად.
  4. Body Attack Tribulus 2400 რომელიც აძლიერებს ფორმულა – კრეატინი ყველაფერი ერთში მოქმედებას.
  5. Body Attack BETATOR რომელიც ხელს უწყობს ლეიცინის სინთეზს კუნთური მასის მშენებლობის პროცესში სწორედ ლეიცინი არის მძლავრი BCAA ამინომჟავა.

მიღების წესი:

ვარჯიშის დღეებში მიიღეთ 300 მლ წყალში კარგად გახსნილი 50 გ. ფხვნილი ვარჯიშამდე 60 წუთით ადრე, ან მისი დამთავრების შემდეგ.

შესვენების დღეებში მიიღეთ დილით ან საღამოს იგივე რაოდენობა.

არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზირებას.