Body Attack beef amino liquid 1000 ml

68.00

Out of stock

კატეგორია:

Body Attack beef amino liquid 1000 ml

თხევადი ამინომჟავური კომპლექსი beef amino liquid ეს არის კუნთოვანი მასის ზრდისათვის აუცილებელი კომპონენტების მაქსიმალურად სწრაფი, მარტივი მიწოდებისა და ათვისების  უმაღლესი ხარისხის თხევადი კონცენტრატი.თითოეული ულუფა (15 მლ) შეიცავს 7,5 გ მაღალხარისხოვან ცილოვან ჰიდროლიზატსა და ჩანაცვლებადი და ჩაუნაცვლებელი ამინომჟავების სპექტრს. მათი მისია არის ცილოვანი რეზერვების სწრაფი კომპენსირება, რაოდენობის გაზრდა, ცილის სინთეზის დაჩქარება, ტესტოსტერონების რაოდენობის გაზრდა, პროტეინული „ფანჯრისა“ და კატაბოლური პროცესების აღმოფხვრა, კუნთების მასის ეფექტური ზრდისა და აღდგენის მიზნით აზოტური ბალანსის ნორმალიზება, გამძლეობის მატება ვარჯიშისა და მის შენდეგ.

ინტენსიური ვარჯიშების დროს ორგანიზმისათვის საწვავის როლს კუნთოვანი გლიკოგენის სახით წარმოდგენილი და სწრაფად ხარჯვადი ნახშირწყლები ასრულებს. ამის შემდეგ ორგანიზმი იწყებს კუნთოვანი ცილების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ამინომჟავების მოხმარებას. რომელიც ენერგიით უზრუნველყოფს მთელი ვარჯიშის განმავლობაში. საკმარისი რაოდენობის ამინომჟავების არარსებობა იწვევს კუნთოვანი ქსოვილის დარღვევას. ასევე, დამატებითი ამინომჟავების მიღების გარეშე, ძლიერი ფიზიკური დატვირთვების ზეგავლენის ქვეშ, სპორტსმენი რისკის ქვეშ აყენებს იმუნურ და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ სისტემებს.

beef amino liquid ფორმულა შეიცავს ელემენტებს, ორგანიზმის მკვებავ და სამშენებლო ნივთიერებებში, მეტაბოლიზმისა და აღგენითი პროცესების დაჩქარებისა და ინტენსიური ვარჯიშების დროს უჯრედებში ცილების სინთეზის გაზრდის მოთღხოვნილების გათვალისწინებით. ასეთი შემადგენლობა ფსიქიკური მდგომარეობის, გუნება–განწყობის ნორმალიზების, ყურადღების კონცენტრირების გაგაზრდის, თავის ტვინის მუშაობის გაუმჯობესებისა და ძილის რეგულირების საკითხებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

კონცენტრატი იხსნება წყალში, წვენებში, ენერგეტიკულ სასმელებში და ღებულობენ ვარჯიშამდე და მის შემდეგ, შეჯიბრებებზე, დილით ადგომის შემდეგ და ძილის წინ. სპორტის სათამაშო სახეობებში, ორთაბრძოლებსა და ოლიმპიურ დისციპლინებში თხევადი კომპლექსები მიიღება ამტანიანობის გაზრდისა და აღდგენითი პროცესების დაჩქარების, გადატვირთვების, გამოფიტვისა და ტრამვების თავიდან აცილების მიზნით.

Liquid Amino შეიცავს კოლაგენის ჰიდრტოლიზატის აქტიურ ფორმას – ცილას, რომელიც მთავარი ელემენტია დამაკავშირებელ ქსოვილებში, შინაგან ორგანოებსა და ადამიანის სხეულის ძარღვებში. კოლაგენის მასის წილი ორგანიზმში მთელი ცილოვანი შენაერთების დაახლოებით 35 % –ს შეადგენს. ორგანიზმში მოხვედრისთანავე სწრაფად აითვისება და აქტიური დაბალმოლეკულური პეპტიდებისა და ჩანაცვლებადი და ჩაუნაცვლებელი ამინომჟავების ხარისხიან წყაროს წარმოადგენს.

სპორტული საკვები Liquid Amino უზრუნველყოფს სპორტსმენის ამინომჟავური რაციონის სრულფასოვან მხარდაჭერას და შეიცავს ცილოვან ჰიდროლიზატს (50 %):

ჩანაცვლებადი და ჩაუნაცვლებელი ამინომჟავების სრულ კომპლექსს;

კუნთოვანი უჯრედების მიერ სწრაფი და იოლი ათვისება ზედმეტი ენერგეტიკული დანახარჯის გარეშე;

კუნთური მასის ზრდა;

მძლავრი ენერგეტიკული პოტენციალი;

გამძლეობის მატება და აღდგენის დაჩქარება;

შესაძლებელია დღეში 5–6 ულუფის მიღება;

მიღების წესი:

მიიღეთ 1–3 ულუფა (15 – 45 მლ, ან 2–6 სუფრის კოვზი) დღეში: დილით, ვარჯიშის დამთავრებისთანავე და ძილის წინ. ყოველი ულუფა შეგიძლიათ გახსნათ წყალში, წვენებში (150 მლ). კომპლექსურია. უნისექსია. ფორთოხლის გემო. ულუფათა რაოდენობა კონტეინერში – 67.

ერთ ულუფაში შედის:

7,2 გ ცილები;

3,2 გ ცხიმები;

0.02 გ ნატრიუმი;

0.06 გ ვიტამინი B6;

წარმოების ქვეყანა – გერმანია.