Loading...

Body attack 100% pure creatine 500 g

55.00 

არ არის მარაგში

კატეგორია: Brand:

აღწერა

 

Body attack 100% pure creatine 500 g

კრეატინი არის ჩვენი ორგანიზმის მიერ ბუნებრივად გამომუშავებადი და ჩვენი კუნთოვანი ქსოვილებისათვის ენერგიის მთავარი მიმწოდებელი ნივთიერება. კრეატინი წარმოიქმნება არგანინის, მეთიონინისა და გლიცინის ამინომჟავებისაგან ღვიძლში, ასევე მისი გამომუშავე შესაძლებელია თირკმლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ. გამომუშავების შემდეგ იგი ხვდება სისხლის ნაკადში და მიემართება კუნთოვანი ქსოვილების უჯრედებისაკენ, სადაც ხდება მისი შემდგომი გარდაქმნა ფოსფატის კრეატინად, ანუ ფოსფოკრეატინად. ეს რეაქცია ხორციელდება ფერმენტი კინაზის მონაწილეობით, რომელიც ეხმარება კრეატინს დიდი ენერგიით დატვირთული, ფოსფატების ჯგუფთან შერწყმაში.

კრეატინით ყველაზე გამდიდრებული საკვები – ხორცი და თევზია. მაგრამ სპორტული შედეგების მატებისა და „სუფთა“ კუნთოვანი მასის გაზრდისათვის კრეატინის მიღება აუცილებელია ისეთი რაოდენობით, რომლის უზრუნველყოფა ჩვეულებრივ ფიეტას ვერ ძალუძს. მაგალითისათვის: კრეატინის ნორმალური „ჩატვირთვისათვის“ მოგიწევთ 5 დღის განმავლობაში ხუთ–ხუთი კილოგრამი უმი ხორცის მიღება(!)

კრეატინის მონოჰიდრატი სპორტსმენების მიერ გამოყენებად საკვებ დანამატებს შორის ლიდერია. როგორც გვიჩვენებს კვლევები, კრეატინის მონოჰიდრატიიძლევა დატვირთვების საგრძნობლად გაზრდის საშუალებას.

100% Pure Creatine – ის ღირებულებები:

  • მონოჰიდრატი კრეატინის ყველაზე ეფექტურ და სარფიან ფორმას წარმოადგენს დღესდღეისობით.
  • კრეატინ მონოჰიდრატი არ იშლება კუჭის წვენის ზეგავლენის ქვეშ. 
  • მონოჰიდრატი ასევე არ იშლება წყალში რამოდენიმე დღის განმავლობაში.
  • კრეატინ მონოჰიდრატი გაცილებით ნელა გარდაიქმნება კრეატინად კრეატინის სხვა ფორმებთან შედარებით.
  • იგი ბრწყინვალედ შეითვისება და მისი უმეტესი ნაწილი უცვლელეად მიეწოდება კუნთოვანი ქსოვილების უჯრედებს.

ვარჯიშებზე გამძლეობის მატებასთან ერთად კრეატინი ზრდის კუნთების მოცულობას.

მიღების წესი: პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 4 ჯერ თითო ულუფა (ჩატვირთვის ფაზა), შემდეგი დღეების განმავლობაში თითო ულუფა ორჯერ დღეში (ხელშეწყობის ფაზა).

პროდუქტის შემცველობა: ერთ ულუფაში (1ჩაის კოვზი – 5 გრამი) კრეატინის მონოჰიდრატი.

ინდრედიენტები: 100% სუფთა კრეატინის მონოჰიდრატი.

შეფუთვა: 500 გ.

თქვენი კალათა