შესრულების წესები :
1 . შეჯიბრი ჩატარდება მოკლე სწორი ღერძით .
2 . სპორტსმენი უნდა შებრუნდეს ზურგით დგარისკენ , ღერძი უნდა იყოს თეძოს სიმაღლეზე , ღერძი უნდა ეჭიროს ხელისგულებით გარეთ , ფეხები უნდა იყოს სწორად (ბრტყლად) პლადფორმაზე , მუხლები გამართული , ხელები გაშლილი . თავი , ზურგი და დუნდულები მყარად უნდა იყოს მიყრდნობილი დგარზე , აწევის და დაშვების ფაზაში .
3 . ფეხები უნდა დაიდგას პლადფორმაზე მონიშვნის ხაზზე რომელიც 30 სანტიმეტრით იქნება დაშორებული დგარს .
4 . შტანგის სადგამიდან აღების შემდეგ სპორტსმენი უნდა მიეყრდნოს დგარს რათა მიიღოს საწყისი პოზიცია . სპორტსმენმა უნდა დაუცადოს საწყის პოზიციაში მთავარი მსაჯის ნიშანს , ნიშანი გაიცემა მაშინ როცა სპორტსმენი იქნება უმოძრაოდ და ღერძი იქნება სწორად მოთავსებული , თავი აწეული , ხელები ბოლომდე ჩამოშვებული და გასწორებული . მთავარი მსაჯის ბრძანება იქნება “სტარტ”.
5 . ბრძანების გაცემის შემდეგ სპორტსმენმა უნდა მოიყვანოს შტანგა მოძრაობაში . შტანგა უნდა აიწიოს სწორად მხრების პარალელურად , აწეული შტანგა უნდა დაფიქსირდეს ნიკაპთან ან კისერთან . მუხლები უნდა დარჩეს სწორი , ხოლო თავი ზურგი და დუნდულები მიყრდნობილი დგარზე მთელი აწივისა და დაშვების ფაზის განმავლობაში .
6 . ფეხები და თეძოები არ უნდა იქნას გამოყენებული იმპულსად მოძრაობის დასასრულებლად , ნებისმიერი ბიძგი ფეხებისა ან თეძოების არ დაიშვება .
7 . მსაჯის ნებართვის გარეშე ნებისმიერი აწევა ან ასეთი მოძრაობის მცდელობა ჩაითვლება მცდელობად (მისვლად) .
8 . აწეული შტანგა უნდა დაფიქსირდეს 2 წამის განმავლობაში გაჩერებული საბოლოო ფაზაში .
9 . როცა სპორტსმენი მიაღწევს საბოლოო პოზიციას , მთავარი მსაჯი გასცემს ბრძანებას “დაუნ” ბრძანება არ გაიცემა მანამ შტანგა არ იქნება უმოძრაოდ და სპორტსმენი არ იქნება მკვეთრად გამოხატულ საბოლოო პოზიციაში .
10 . შტანგის დაშვებისას მუხლები რჩება სწორი . თავი ზურგი და დუნდულები დგარზე მიყრდნობილი და სპორტსმენმა შტანგის ჩამოშვების შემდეგ უნდა დაუცადოს შტანგის დადების ბრძანებას , მთავარი მსაჯი გასცემს ბრძანებას “რეკ” რის შემდეგაც სპორტსმენმა შტანგა უნდა დადოს სადგამზე .
11 . სპორტსმენს მთავარი მსაჯის ნებართვით შეიძლება მიეცეს დამატებითი ცდის (მისვლის) უფლება იგივე წონაზე თუ წარუმატებელი ცდის მიზეზი იყო ერთი ან რამოდენიმე ამწყობის (მტვირთავის) შეცდომა .
12 . დამატებითი ცდის (მისვლის) უფლება განისჯება 3 მსაჯის მიერ .
13 . სულ 3 მცდელობაა , მეოთხე მცდელობა დაუშვებელია .
14 . მეოთხე დამატებითი მცდელობა დასაშვებია თუ სპორტსმენი მოითხოვს სარეკორდო წონას , რომელიც აწევის შემთხვევაში არ ჩაეთვლება შედეგში მაგრამ დაფიქსირდება როგორც რეკორდი .
15 . რეკორდი ჩაითვლება მაშინ როცა სპორტსმენი სარეკორდო წონას გადააჭარბებს მინიმუმ 0.25 კილოგრამით .
16 . შტანგაზე წონის დამატება შესაძლებელია მინიმუმ 0.25 კილოგრამის ინტერვალით .
დისკვალიფიკაციის მიზეზები :
1 . მთავარი მსაჯის სტარტის გარეშე აწევა .
2 . როცა მისვლა ჩამოუშვები მკლავებით დაიწყება .
3 . შტანგის თეძოებით აკვრა .(ბიძგი)
4 . ნებისმიერი მოძრაობა შტანგისა ქვევით სანამ ის მიაღწევს საბოლოო პოზიციას აწევისას .
5 . წინ გადახრა წონის აწევის დასახმარებლად .
6 . თავი , ზურგი ან დუნდულები მოცილდება დგარს შტანგის აწევის ან ჩამოწევისას .
7 . მუხლების მოხრა .
8 . ნებისმიერი ფეხების მოძრაობა ან მოხრა .
9 . შტანგის ჩამოწევა მთავარი მსაჯის ბრძანების გარეშე .
10 . შტანგის სადგამზე დადება მთავარი მსაჯის ბრძანების გარეშე .
ეკიპირება :
სპორტსმენს უნდა ეცვას ფინკა , მაისური რომელსაც ექნება მოკლე მკლავები რათა მსაჯი ხედავდეს სპორტსმენის ხელებს მთლიანად რომ უკეთესად შეაფასოს შტანგის აწევა .
სპორტსმენს არ უნდა ეცვას ფეხსაცმელი რომელიც შეიძლება გაცურდეს შტანგის აწევისას .
შტანგა და დისკები :
შეჯიბრი ჩატარდება 10 კილოგრამიანი მოკლე სწორი შტანგით .
გამოყენებული იქნება : 25 , 20 , 15 , 10 , 5 , 2.5 , 1.25 , 0.5 , 0.25 , 0.125 კილოგრამიანი დისკები .