Loading...

Biceps Lifting

 

შესრულების წესები :

1 .  შეჯიბრი ჩატარდება მოკლე სწორი ღერძით .

2 . სპორტსმენი უნდა შებრუნდეს ზურგით დგარისკენ , ღერძი უნდა იყოს თეძოს სიმაღლეზე , ღერძი უნდა ეჭიროს ხელისგულებით გარეთ , ფეხები უნდა იყოს სწორად (ბრტყლად) პლადფორმაზე , მუხლები გამართული , ხელები გაშლილი . თავი , ზურგი და დუნდულები მყარად უნდა იყოს მიყრდნობილი დგარზე , აწევის და დაშვების ფაზაში .

3 .  ფეხები უნდა დაიდგას პლადფორმაზე მონიშვნის ხაზზე რომელიც 30 სანტიმეტრით იქნება დაშორებული დგარს .

4 .  შტანგის სადგამიდან აღების შემდეგ სპორტსმენი უნდა მიეყრდნოს დგარს რათა მიიღოს საწყისი პოზიცია . სპორტსმენმა უნდა დაუცადოს საწყის პოზიციაში მთავარი მსაჯის ნიშანს , ნიშანი გაიცემა მაშინ როცა სპორტსმენი იქნება უმოძრაოდ და ღერძი იქნება სწორად მოთავსებული , თავი აწეული , ხელები ბოლომდე ჩამოშვებული და გასწორებული . მთავარი მსაჯის ბრძანება იქნება “სტარტ”.

5 .  ბრძანების  გაცემის შემდეგ სპორტსმენმა უნდა მოიყვანოს შტანგა მოძრაობაში . შტანგა უნდა აიწიოს სწორად მხრების პარალელურად , აწეული შტანგა უნდა დაფიქსირდეს ნიკაპთან ან კისერთან . მუხლები უნდა დარჩეს სწორი , ხოლო თავი ზურგი და დუნდულები მიყრდნობილი დგარზე მთელი აწივისა და დაშვების ფაზის განმავლობაში .

6 .  ფეხები და თეძოები არ უნდა იქნას გამოყენებული იმპულსად მოძრაობის დასასრულებლად , ნებისმიერი ბიძგი ფეხებისა ან თეძოების არ დაიშვება .

7 . მსაჯის ნებართვის გარეშე ნებისმიერი აწევა ან ასეთი მოძრაობის მცდელობა ჩაითვლება მცდელობად (მისვლად) .

8 .  აწეული შტანგა უნდა დაფიქსირდეს 2 წამის განმავლობაში გაჩერებული საბოლოო ფაზაში .

9 .  როცა სპორტსმენი მიაღწევს საბოლოო პოზიციას ,  მთავარი მსაჯი გასცემს ბრძანებას “დაუნ” ბრძანება არ გაიცემა მანამ შტანგა არ იქნება უმოძრაოდ და სპორტსმენი არ იქნება მკვეთრად გამოხატულ საბოლოო პოზიციაში .

10 .  შტანგის დაშვებისას მუხლები რჩება სწორი . თავი ზურგი და დუნდულები დგარზე მიყრდნობილი და სპორტსმენმა შტანგის ჩამოშვების შემდეგ უნდა დაუცადოს შტანგის დადების ბრძანებას , მთავარი მსაჯი გასცემს ბრძანებას “რეკ” რის შემდეგაც სპორტსმენმა შტანგა უნდა დადოს სადგამზე .

11 .  სპორტსმენს მთავარი მსაჯის ნებართვით შეიძლება მიეცეს დამატებითი ცდის (მისვლის) უფლება იგივე წონაზე თუ წარუმატებელი ცდის მიზეზი იყო ერთი ან რამოდენიმე ამწყობის (მტვირთავის) შეცდომა .

12 .  დამატებითი ცდის (მისვლის) უფლება განისჯება 3 მსაჯის მიერ .

13 .  სულ 3 მცდელობაა , მეოთხე მცდელობა დაუშვებელია .

14 .  მეოთხე დამატებითი მცდელობა დასაშვებია თუ სპორტსმენი მოითხოვს სარეკორდო წონას , რომელიც აწევის შემთხვევაში არ ჩაეთვლება შედეგში მაგრამ დაფიქსირდება როგორც რეკორდი .

15 .  რეკორდი ჩაითვლება მაშინ როცა სპორტსმენი სარეკორდო წონას გადააჭარბებს მინიმუმ 0.25 კილოგრამით .

16 .  შტანგაზე წონის დამატება შესაძლებელია მინიმუმ 0.25 კილოგრამის ინტერვალით .

დისკვალიფიკაციის მიზეზები :

1 .  მთავარი მსაჯის სტარტის გარეშე აწევა .

2 .  როცა მისვლა ჩამოუშვები მკლავებით დაიწყება .

3 .  შტანგის თეძოებით აკვრა .(ბიძგი)

4 .  ნებისმიერი მოძრაობა შტანგისა ქვევით სანამ ის მიაღწევს საბოლოო პოზიციას აწევისას .

5 .  წინ გადახრა წონის აწევის დასახმარებლად .

6 .  თავი , ზურგი ან დუნდულები მოცილდება დგარს შტანგის აწევის ან ჩამოწევისას .

7 .  მუხლების მოხრა .

8 .  ნებისმიერი ფეხების მოძრაობა ან მოხრა  .

9 .  შტანგის ჩამოწევა მთავარი მსაჯის ბრძანების გარეშე .

10 . შტანგის სადგამზე დადება მთავარი მსაჯის ბრძანების გარეშე .

ეკიპირება :

სპორტსმენს უნდა ეცვას ფინკა , მაისური რომელსაც ექნება მოკლე მკლავები რათა მსაჯი ხედავდეს სპორტსმენის ხელებს მთლიანად რომ უკეთესად შეაფასოს შტანგის აწევა .

სპორტსმენს არ უნდა ეცვას ფეხსაცმელი რომელიც შეიძლება გაცურდეს შტანგის აწევისას .

შტანგა და დისკები :

შეჯიბრი ჩატარდება 10 კილოგრამიანი მოკლე სწორი შტანგით .

გამოყენებული იქნება : 25 , 20 , 15 , 10 , 5 , 2.5 , 1.25 , 0.5 , 0.25 , 0.125  კილოგრამიანი დისკები .

EnglishGeorgian
თქვენი კალათა