Loading...

Bench Press

  შესრულების წესები :

  1. შტანგას ხელები უნდა მოკიდოთ მხრებზე ოდნავ განიერად .
  2. სპორტსმენი უნდა დაწვეს ზურგით ჰორიზონტალურ სკამზე , ღერძი უნდა ეჭიროს ხელისგულებით გარეთ , ფეხები უნდა ედგას სწორად (ბრტყლად) იატაკზე , არ უნდა იყოს მოხრილი უკან (90 გრადუსი) ზე მეტად რათა , არ იქნეს გამოყენებული ხიდის გასაკეთებლად.  თავი , ზურგი და დუნდულები მყარად დადებული ჰორიზონტალურ სკამზე .
  3.  შტანგის სადგამიდან აღების შემდეგ სპორტსმენმა უნდა მიიღოს საწყისი პოზიცია . სპორტსმენმა უნდა დაუცადოს საწყის პოზიციაში მთავარი მსაჯის ნიშანს , ნიშანი გაიცემა მაშინ  როცა სპორტსმენი იქნება უმოძრაოდ და ღერძი იქნება სწორად მოთავსებული . მთავარი მსაჯის ნიშანი შეიცავდეს იქნება სიტყვიერ ბრძანებას  ” სტარტ ” .
  4. როგორც კი გაიცემა ბრძანება სპორტსმენმა  უნდა მოიყვანოს შტანგა მოძრაობაში . სპორტსმენმა შტანგა უნდა დაუშვას მკერდზე მკერდის კუნთების დასასრულთან და დააფიქსიროს 2 წამის განმავლობაში , რის შემდეგაც მთავარი მსაჯი გასცემს ბრძანებას “ პრეს “ რის შემდეგაც სპორტსმენმა უნდა დაიწყოს შტანგის აწევა . შტანგა უნდა აიწიოს სწორად , აწეული შტანგა უნდა დაფიქსირდეს გამართული ხელებით . თავი , ზურგი და დუნდულები სკამზე დაბჯენილი უნდა იყოს მთელი აწევის განმავლობაში .
  5. ფეხები და თეძოები არ უნდა იქნეს გამოყენებული იმპულსად მოძრაობის დასაწყებად ან დასასრულებლად , ნებისმიერი ბიძგი ფეხების ან თეძოების არ დაიშვება .
  6. მსაჯის ნებართვის გარეშე ნებისმიერი აწევა შტანგის ან მსგავსი მოძრაობის მცდელობა ჩაითვლება (მისვლად) .
  7. როცა სპორტსმენი მიაღწევს საბოლოო პოზიციას , მთავარი მსაჯი გასცემს ბრძანებას “ რეკ ” . ბრძანება არ გაიცემა მანამ სანამ შტანგა არ იქნება უმოძრაოდ და სპორტსმენი არ იქნება მკვეთრად გამოხატულ საბოლოო პოზიციაში .
  8. სპორტსმენს მთავარი მსაჯის ნებართვით შეიძლება მიეცეს დამატებითი ცდის (მისვლის) უფლება იგივე წონაზე თუ წარუმატებელი ცდის მიზეზი იყო ერთი ან რამოდენიმე ამწყობის ( მტვირთავის) შეცდომა . ეს მისვლა განისჯება 3 მსაჯის მიერ .
  9. სულ 3 მცდელობაა , მეოთხე მცდელობა დაუშვებელია .
  10. მეოთხე დამატებითი მცდელობა დასაშვებია თუ სპორტსმენი მოითხოვს სარეკორდო წონას , რომელიც აწევის შემთხვევაში არ ჩაითვლება შედეგში მაგრამ , დაფიქსირდება როგორც რეკორდი .
  11. რეკორდი ჩაითვლება მაშინ როცა სპორტსმენი სარეკორდო წონას გადააჭარბებს მინიმუმ 0.5 კილოგრამით .
  12. შესაძლებელია წონა დამატებულ იქნეს შტანგაზე მინიმუმ 0.5 კილოგრამის შუალედით .

დისკვალიფიკაციის მიზეზები :

  1. მთავარი მსაჯის სტარტის გარეშე აწევა .
  2. შტანგის უსწორმასწოროდ აწევა .
  3. შტანგის მკერდზე შეხების მერე მისი ქვევით წასვლა ბიძგის გასაკეთებლად .
  4. ნებისმიერი მოძრაობა შტანგისა ქვევით სანამ ის მიაღწევს საბოლოო პოზიციას აწევისას .
  5. თავი , ზურგი ან დუნდულები მოცილდება სკამს შტანგის დაშვებისას ან აწევისას .
  6. ნებისმიერი ფეხის მოძრაობა ან გაცურება .
  7. შტანგის ჩამოწევა მთავარი მსაჯის ბრძანების გარეშე .
  8. შტანგის სადგამზე დადება მთავარი მსაჯის ბრძანების გარეშე .

ეკიპირება :

სპორტსმენს უნდა ეცვას ფინკა , მაისური რომელსაც ექნება მოკლე მკლავები რათა მსაჯი ხედავდეს სპორტსმენის მკლავებს მთლიანად რომ უკეთესად შეაფასოს შტანგის აწევა .

სპორტსმენს არ უნდა ეცვას ფეხსაცმელი რომელიც შეიძლება გაცურდეს და არ უნდა ეცვას ქუსლებიანი ფეხსაცმელი .

შტანგა და დისკები :

შეჯიბრი ჩტარდება 20 კილოგრამიანი სწორი ღერძით .

გამოყენებული იქნება : 25 , 20 , 15 , 10 , 5 , 2.5 , 1.25 , 0.5 , 0.25 . კილოგრამიანი დისკები .

 

EnglishGeorgian
თქვენი კალათა