Sale!

Nutrex lipo 6 black ultra concentrate 60 black-caps

77.00 57.00

Category: , Brand: Manufacturer Country

Description

 

Lipo 6 Black

Lipo 6 Black – ახალი დონის ცხიმისმწველი! ეს სერიოზული და მძლავრი ცხიმისმწველია კომპანიაNutrex – გან. კანქვეშა ცხიმის გასანადგურებლად იგი იყენებს ერთდროულად ხუთ ახალ მიდგომას, უსაფრთხოდ ზრდის თქვენი სხეულის ტემპერატურას და წვავს ცხიმის მარაგებს, შეიცავს ტირონინის ორ და იოხიმბინის სამ ფორმას ცხიმის ჰიპერაქტიური მეტაბოლიზმისა და ცხიმების მაქსიმალური გამონთავისუფლების მიზნით.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა ცხიმისმწველ პროდუქტთა მთელი ჩამონათვალი, რომელიც მალევე დავიწყებას მიეცა და ამასთან ყველა ერთხმად ამტკიცებდა თავის ექსტრემალურობას. ამჟამად ყველა „ექსტრემალურ“ ფორმულათა დრო წავიდა და Nutrex – მა ცხიმისმწველები აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანა. წარმოგიდგენთ ექსტრემალურობის, მაქსიმალური ეფექტურობისა და ცხიმისწვის თქვენი საკუთარი ნებისმიერი დაუჯერებელი გამოცდილების ზღვარს მიღმა შექმნილLIPO 6 Black – ს!

შეცდომაში არ შეხვიდეთ LIPO‑6 Black – ის თაობაზე, ეს ნამდვილად ჯადოსნურად სერიოზული და ძლიერი ცხიმისმწველია. თუ მიაღწიეთ ახლა თქვენს ხელთ არსებული ცხიმისმწველის მოქმედების ზღვარს და ცხიმის წვის გასააქტიურებლად ეძებთ ნამდვილად ღირებულ პროდუქტს – LIPO‑6 Blackღირსეული არჩევანია! ეს ერთადერთი ცხიმისმწველია, რომელსაც შესწევს შორს წინსვლის ძალა ცხიმის წვის პროცესში დაუჯერებელად ეფექტური ინგრედიენტების შემცველობის გამო, რაც ხშირად შემაშინებელიც არის!

  • კანქვეშა ცხიმის წვის ხუთი სხვადასხვა მეთოდი;
  • ტირონინების ორი ფორმა ცხიმების ჰიპერაქტიური მეტაბოლიზმისათვის;
  • ცხიმების მაქსიმალური გამონთავისუფლებისათვის შეიცავს იოხიმბინის სამ ფორმას;
  • ახდენს ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილის გააქტიურებას ფენილეთილამინის შემცველობის წყალობით;
  •  უსაფრთხოდ ზრდის სხეულის ტემპერატურას და ამგვარად წვავს ცხიმების ზედმეტ მარაგს;
  • აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესებს;
  • მძლავრი თერმოგენური ეფექტის მატარებელი;
  • არანაირი უკუჩვენება;
  • სწრაფი ათვისება, მყისიერი მოქმედება;
  • ზრდის ამტანობას, ვარჯიშის ინტენსიურობას;

ერთ ულუფაში ( 3 კაფსულამკვებავ ნივთიერებათა შემადგენლობა:

  • Beyond Underground Fat Destroyer – 504, მგ;
  • უწყლო კოფეინი;
  • ბეტა ფენილეთილამინი;
  • ფორსკოლიის კოლეუსი – 20% ფორსკოლინი;
  • Advantra Z (50% სინეფრინი);
  • Zingerone (ჯანჯაფილის წარმოებული);
  • იოხიმბე;

სხვა ინგრედიენტები: გლიცერინი, მცენარეული ცელულოზა, გაწმენდილი წყალი, პოლისობრატი 80, ჰიპრომელოზა Q.S.P., FD&C Blue 1, FD&C Red 40, FD&C Yellow 6.

რეკომენდაციები:

  • არარეკომენდებულია 21 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის. ასევე არითმიით დაავადებულთა და მაღალი არტერიული წნევის მატარებელთათვის.
  • აკრძალულია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
  • არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას!
  • არ მიიღოთ სინეფრინთან, კოფეინთან და ფარისებურ ჯირკვალზე მოქმედ პროდუქტებთან ერთდროულად.
  • მიღების წინ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ გაწუხებთ გულის, თირკმლების, ფარისებური ჯირკვლის, ღვიძლის, ფსიქიკური, შარდის ბუშტის, დიაბეტის, ჰიპერთონიული, გულის არითმიის, ავთვისებიანი ანემიის, გლაუკომის, პროსტატის და თავის დაავადებები.

შეინახეთ ბნელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს!

არ მიიღოთ სხვა ცხიმისმწველებთან – თერმოჯენიკებთან და კოფეინისა და იოხიმბინის შემცველ პროდუქტებთან ერთად!

მიღების წესი მწარმოებლისაგან: მიიღეთ 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა დამატებით დღისით. დაძინებამდე 6 საათით ადრე პერიოდში არ მიიღოთ! არასოდეს გადააჭარბოთ დღეღამეში 2 კაფსულას. მიღება განახორციელეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე (საუზმისა და სადილის წინ). მიღება უნდა მოხდეს ციკლებით – 8 კვირა მიღება, შემდეგი 4 კვირა შესვენება!